Jump to content

Recommended Posts

Posted

Binance-ის მიერ მხარდაჭერილმა სასტუმროების დაჯავშნის ბლოკჩეინ-სერვისმა Travala-მ განაცხადა ამერიკულ ტუროპერატორ Expedia-სთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ. პარტნიორობის წყალობით ნომრის საფასურის გადახდა კომპანიის კატალოგში არსებულ 700 ათას სასტუმროში შესაძლებელი გახდება Bitcoin-ის მეშვეობით. 

image.jpeg 

Expedia Bitcoin-ს, როგორც გადახდის საშუალებას, ადრეც იღებდა, თუმცა 2018 წელს ამ მეთოდზე უარი თქვა, Travala-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხუან ოტერომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებით გადახდა არ იყო თავსებადი მათ ტრადიციულ გადახდის მოდელთან. 

Bitcoin-ის პარალელურად, ახალი პარტნიორობა Expedia-ს საშუალებას აძლევს აწარმოოს  ანგარიშსწორება კიდევ 30 ციფრული ვალუტით. კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ალფონსო პარედესმა აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს მისცენ საშუალება - დამოუკიდებლად აირჩიონ გადახდის ოპტიმალური მეთოდი. 

ხალი თანამშრომლობის წყალობით Travala-ს კატალოგში არსებული სასტუმროების რიცხვმა 2 მილიონ 700 ათასს გადააჭარბა. ოტერომ დაამატა, რომ COVID-19-ის გამო მისი კომპანიის შემოსავალი 170 %-ით შემცირდა და შეადგინა 184 ათასი აშშ დოლარი ივნისში. ამასთან, ჯავშნების 13 % მოდიოდა კომპანიის შიდა ტოკენზე - AVA. 

გასული წლის ნოემბერში Travala-მ გააფორმა პარტნიორობა ინტერნეტ-ჯავშნების სისტემა Booking.com-თან და ლისტინგში 90 ათასი სასტუმრო დაამატა. 

 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.