Magdalena Posted July 9, 2020 Posted July 9, 2020 Binance-ის მიერ მხარდაჭერილმა სასტუმროების დაჯავშნის ბლოკჩეინ-სერვისმა Travala-მ განაცხადა ამერიკულ ტუროპერატორ Expedia-სთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ. პარტნიორობის წყალობით ნომრის საფასურის გადახდა კომპანიის კატალოგში არსებულ 700 ათას სასტუმროში შესაძლებელი გახდება Bitcoin-ის მეშვეობით. Expedia Bitcoin-ს, როგორც გადახდის საშუალებას, ადრეც იღებდა, თუმცა 2018 წელს ამ მეთოდზე უარი თქვა, Travala-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხუან ოტერომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებით გადახდა არ იყო თავსებადი მათი ტრადიციული გადახდის მოდელთან. Bitcoin-ის პარალელურად, ახალი პარტნიორობა Expedia-ს საშუალებას აძლევს აწარმოოს ანგარიშსწორება კიდევ 30 ციფრული ვალუტით. კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ალფონსო პარედესმა აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს მისცენ საშუალება - დამოუკიდებლად აირჩიონ გადახდის ოპტიმალური მეთოდი. ახალი თანამშრომლობის წყალობით Travala-ს კატალოგში არსებული სასტუმროების რიცხვმა 2 მილიონ 700 ათასს გადააჭარბა. ოტერომ დაამატა, რომ COVID-19-ის გამო მისი კომპანიის შემოსავალი 170 %-ით შემცირდა და შეადგინა 184 ათასი აშშ დოლარი ივნისში. ამასთან, ჯავშნების 13 % მოდიოდა კომპანიის შიდა ტოკენზე - AVA. გასული წლის ნოემბერში Travala-მ გააფორმა პარტნიორობა ინტერნეტ-ჯავშნების სისტემა Booking.com-თან და ლისტინგში 90 ათასი სასტუმრო დაამატა. https://bit.ly/3e9CWZQ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.