Magdalena Posted July 9, 2020 Posted July 9, 2020 2019 წლის მაისში აშშ-ის ხელისუფლებამ Huawei-ს სანქციები დაუწესა ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის გამო. ამის მიუხედავად, წლის განმავლობაში გაიცა რამდენიმე დროებითი ლიცენზია, რამაც Huawei-ს ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის საშუალება მისცა. გავრცელდა ხმები, რომ ადრე თუ გვიან ვითარება დალაგდებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა: შეერთებულმა შტატებმა Huawei და ZTE Corp ქვეყნის ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადა. მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე ტაივანური კომპანია TSMC კვლავ აწარმოებს Kirin ჩიპსეტებს Huawei-სა და Honor-სმარტფონებითვის, შემდეგ კი თანამშრომლობა შეწყდება. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან ევროპის პირველი მსხვილი ეკონომიკები, რომლებიც მზად არიან უარი თქვან Huawei-ს 5G ინფრასტრუქტურაზე. საფრანგეთის ხელისუფლება არ აპირებს მთლიანად უარის თქმას ჩინური კომპანიის პროდუქტებზე, თუმცა იგეგმება ეროვნული კომპანიების სტიმულირების დაწყება, რათა მათ უარი თქვან Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენებაზე. ამის შესახებ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსმა გიიომ პუარმა. ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორმა Orange-მა უკვე აირჩია Huawei-ს კონკურენტები - Nokia და Ericsson. იმავე ქმედებას აპირებს დიდი ბრიტანეთიც. გაერთიანებული სამეფოს პრეზიდენტმა ბორის ჯონსონმა განაცხადა გეგმის შესახებ, რომლის მიხედვით ეტაპობრივად შეწყდება Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენება ბრიტანეთის 5G ინფრასტრუქტურაში. აშშ-ისგან განსხვავებით დიდი ბრიტანეთი ჩინურ კომპანიას არ სდებს ბრალს ჯაშუშობაში, თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ Huawei-ს აღჭურვილობა შესაძლოა დაუცველი გახდეს ამერიკული ტექნოლოგიებისგან უარის თქმის შემდეგ. https://bit.ly/2BGchGW Quote
George Posted September 26, 2020 Posted September 26, 2020 Huawei R&D Lab Catches Fire in Dongguan, China https://gizmodo.com/huawei-r-d-lab-catches-fire-in-dongguan-china-1845177778?utm_campaign=Gizmodo&utm_content=&utm_medium=SocialMarketing&utm_source=twitter Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.