Magdalena Posted June 30, 2020 Posted June 30, 2020 კომპანია MediaTek, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, მალე გამოუშვებს პროცესორს, რომელიც განკუთვნილი იქნება მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე საბაზისო დონის სმარტფონებისთვის. საუბარი ეხება ჩიპს კოდური დასახელებით - MT6853. მისი მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ამ პროდუქტს ექნება საშუალო დონის შესაძლებლობები. მისი მთავარი უპირატესობა კი იქნება ინტეგრირებული 5G-მოდემი. MediaTek MT6853 პლატფორმაზე შექმნილი პირველი ახალი სმარტფონების ფასი დაახლოებით 140 აშშ დოლარი იქნება. მეტიც, სამომავლოდ მოსალოდნელია 120- და 100-დოლარიანი მოწყობილობების გამოსვლაც. ამრიგად, ბაზარზე გამოჩნდება რეალურად ბიუჯეტური სმარტფონები მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერით. ცნობილია, რომ MT6853 პროცესორისა და მის საფუძველზე შექმნილი პირველი მოწყობილობების პრეზენტაცია უახლოეს დროში შედგება. დიდი ალბათობით, ანონსი დანიშნულია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. უნდა აღინიშნოს, რომ MediaTek აქტიურად მუშაობს 5G ჩიპების განვითარების მიმართულებით. 2020 წელს, პროგნოზის თანახმად, კომპანია შეძლებს 5G სმარტფონებისთვის განკუთვნილი 80 მილიონზე მეტი პროცესორის რეალიზაციას. თუკი ეს მოლოდინი გამართლდება, MediaTek დაიკავებს მეხუთე თაობის ქსელში მუშაობის შესაძლებლობის მქონე მობილური ჩიპების გლობალური ბაზრის 40 %-ს. https://bit.ly/387fZ8e
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now