Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური სერვისების ორგანომ (NYDFS) გამოსცა წინადადება კრიპტო კომპანიების ლიცენზირების ახალი წესების შესახებ, რომლებმაც, როგორც მოსალოდნელია, უნდა გაამარტივონ BitLicense-ის მიღების პროცესი.  

BitLicense ითვლება ყველაზე მკაცრ იურიდიულ ჩარჩო კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის შტატის დონეზე. კერძოდ, კომპანიებს მოეთხოვებათ მისი მიღება ნიუ-იორკის მაცხოვრებლების მიერ კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავად ისინი სხვა იურისდიქციებზეა დამყარებული. 

ხალი წესების თანახმად ანტრეპრენერები შეძლებენ მიიღონ შეზღუდული ლიცენზიები, რომლებიც მოქმედი იქნება სრულიად ლიცენზირებულ კომპანიებთან თანამშრომლობის პირობებში. 

NYDFS-ის განცხადებით, ინიციატივა მიმართულია „რეალური და მოსალოდნელი სირთულეების“ შემცირებისთვის, რომელთა წინაშეც დგებიან კრიპტო კომპანიები BitLicense-ის მიღებისას. რეგულატორი გეგმავს საზოგადოების მოსაზრებების მიღებას 10 აგვისტომდე. 

სამმართველომ აგრეთვე განაცხადა, რო გამარტივდება ახალი მონეტების დამატების პროცესი უკვე ლიცენზირებულ სერვისებზე. ყველა მათგანი მიიღებს წინასწარ ნებადართული ციფრული აქტივების ჩამონათვალს, რომლებიც დაემატება თვითსერტიფიკაციის პირობებში დამატებითი ნებართვის მიების გარეშე. 

კრიპტო კომპანიებზე ლიცენზიის გაცემის პირობების გადახედვის შესახებ NYDFS-ის წარმომადგლებმა პირველად 2019 წლის ოქტომბერში ისაუბრეს, თუმცა საკიხი წამოიჭრა უფრო ადრე, 2018 წლის თებერვალში. 

დღესდღეობით BitLicense-ის მფლობელია მხოლოდ 25 კომპანია. კრიპტოინდუსტრიის ზოგიერთმა წამომადგენელმა, კერძოდ, Kraken-მა და Bittrex-მა უარი განაცხადეს მის მიღებაზე. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.