Jump to content

Recommended Posts

Posted

აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გადაწყვიტა დააფინანსოს არამიწიერი გონების ძიების პროექტი (SETI). სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი შეეხება კვევის ორიგინალურ სფეროსაც. როგორც წესი, არამიწერ გონს ეძებდნენ ან რადიოსიგნალებით ან კოსმოსური ტელესკოპების გამოჩენის შემდეგ ეგზოპლანეტების ატმოსფეროში ჟანგბადისა და მეთანის არსებობით. NASA-ს აქვს შემოთავაზება, მოიძებნოს „ტექნოსიგნატურები“ - უჩველო აირები და სპექტრალური დიფუზიები. 

image.jpeg 

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ „ღამით დაკარგული გასაღების ძებნა სანათით ჯობია, სინათლეში“. NASA-ც იმავეს აპირებს. როგორ ვეძებოთ უცხოპლანეტელები? მოვძებნით ჩვენს მსგავს არსებებს, რომლებმაც ატმოსფერო დააბინძურეს ისეთი აირებით, რომლებიც ბუნებრივ გარემოში არ გვხვდება, ასვე მოვძებნით ეგზოპლანეტებს შორეული ვარსკვლავების შუქის სპექტრული ანარეკლით. 

NASA-ს სპეციალისტების აზრით ეს გახლავთ ორი ყველაზე პერსპექტიული „ტექნოსიგნატურა“. რომლესაც უნდა მიაქციონ ყურადღება მკვლევარებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სააგენტოს ხელმძღვანელობითა და SETI-პროექტების დაფინანსებით. „არაბუნებრივი“ აირი შესაძლოა იყოს, მაგალითად, ქლორფტორჟანგბადი, რომელიც ცოტა ხანია რაც გამოიყენება გამაგრილებელ აგენტად და აეროზოლად, სანამ არ აღმოაჩინეს, რომ იგი ოზონის შრეს არღვევს. ტექნოლოგიური ცივილიზაციის აშკარა ნიშანია სამომხმარებლო ნივთიერებების წარმოება, რომლებიც არღვევენ პლანეტის ეკოსისტემას. 

რაც შეეხება მზის პანელებს, ისინი მუშაობის პროცესში შთანთქავენ ერთ სპექტრს და ირეკლავენ მეორეს. ეგზოპლატენებიდან ასახული გამოსხივების სპექტრისთვის დამახასიათებელი ხარვეზები და ცალკეული მონაკვეთების უჩვეულო გაძლიერება შესაძოა იწვევდეს ეჭვს, რომ იქ გონიერი სიცოცხლე არსებობს. ეს ყველაფერი არის ჰიპოთეზა, თუმცა არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ არამიწიერი სიცოცხლის ძიება არის საინტერესო და მომხიბლავი. 

  • Upvote 1
Posted

ვერც ვერასდროს, ვერ ნახავენ ...

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.