Magdalena Posted June 23, 2020 Posted June 23, 2020 ონლაინ პრეზენტაცია WWDC 2020-ზე Apple-მა უნდა ისაუბროს Mac-ის Intel-იდან ARM პროცესორებზე გადასვლის შესახებ. ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-chi Kuo-მ გამოაქვეყნა თავისი პროგნოზები პირველი Mac კომპიუტერების შესახებ, რომლებშიც გამოყენებული იქნება Apple-ის ახალი პროცესორები. პირველ რიგში Kuo აცხადებს, რომ ბოლო ახალი Mac Intel-ის ბაზაზე იქნება მონობლოკი iMac სრულიად ახალი დიზაინით: მას ექნება კიდევ უფრო თხელი ჩარჩოები და 24-დუიმიანი დისპლეი. ცნობილია, რომ ამ iMac-ის გამოშვება იგეგმება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, თუმცა ვერსია ARM პროცესორის ბაზაზე გამოვა მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ანალიტიკოსის თქმით, პირველი Mac ARM-ის ბაზაზე, დიდი ალბათობით, იქნება 13-დუიმიანი MacBook Pro 2020 წლის მეოთხე კვარტალში ან 2021 წლის პირველ კვარტალში. მიიჩნევა, რომ გარეგნულად იგი წინა მოდელის მსგავსი იქნება. Intel-ის პროცესორების ბაზაზე არსებული ვერსიების წარმოება, როგორც ცნობილია, მას შემდეგ შეწყდება, რაც გამოვა ARM-მოდელი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ასევე მოიქცევა თუ არა Apple iMac-თა მიმართებაშიც. Kuo-ს ინფორმაციით ARM-ის ბაზაზე არსებული MacBook ახალი დიზაინით წარმოებაში 2021 წლის შუა პერიოდში ჩაეშვება. ანალიტიკოს თქმით ARM-ჩიპებზე Apple-ის სრულიად გადასვლას დაახლოებით 12-18 თვე დასჭირდება. პროგნოზის თანახმად ARM-ის ბაზაზე შექმნილი მოწყობილობები უკან ჩამოიტოვებს Intel-ზე მომუშავე თავიანთ წინამორბედებს 50–100%-ით უკეთესი წარმადობით, თუმცა ფაქტობრივი წარმადობა რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაალაგებს Apple პრიორიტეტებს. მაგალითად, თუკი ჰიპოთეტურად Apple-ის პროცესორი 50%-ით უფრო ეფექტური იქნება Intel-ის ანალოგთან შედარებით, ეს მარაგი თეორიულად შესაძლოა დაიხარჯოს ბატარეის მოქმედების ვადის გაფართოებაზე და არა უფრო მაღალი წარმადობის მიღწევაზე. Apple MacBook Pro-სა და iMac-ის, როგორც ARM-პროცესორების მქონე თავისი პირველი კომპიუტერების არჩევით გაიმეორებს Mac-ის წინა გადასვლის ისტორიას სხვა არქიტექტურის პროცესორებზე. WWDC 2005-ზე Apple-მა განაცხადა, რომ IBM PowerPC-დან გადადიოდა Intel x86-ზე, 2006 წლის იანვარში კი კომპანიამ გამოუშვა პირველი Mac კომპიუტერები Intel-ის ბაზაზე: iMac - Core Duo პროცესორით G5 კორპუსში და სრულიად ახალი MacBook Pro, რომელმაც ჩაანაცვლა PowerBook G4. სავსებით შესაძლებელია, რომ ARM-ჩიპების ბაზაზე შექმნილი რეალური მოწყობილობების ნაცვლად ამ ეტაპზე Apple-მა წარადგინოს სატესტო პლატფორმა დეველოპერებისთვის რათა უზრუნველყოფილ იქნას პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურად ადაპტირება ახალი კომპიუტერების გამოსვლის დროისთვის. https://bit.ly/2NkKbTy Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.