Magdalena Posted June 22, 2020 Posted June 22, 2020 ანალიტიკურმა კომპანია Chainalysis-მა შეაფასა Bitcoin-ის 60%-იანი წილი, რომელიც გრძელვადიანი ინვესტორების განკარგულებაშია და 20%, რომლითაც აქტიურად ხდება ვაჭრობა ან სამუდამოდაა დაკარგული. მკვლევარებმა Hodl-ერებში შეიყვანეს კრიპტოვალუტის ის მფლობელები, რომელთაც არასდროს შეუმცირებიათ თავიანთი პოზიცია მეოთხედზე მეტად. დაკარგულმა Bitcoin-ებმა ასეთი კლასიფიკაცია მიიღეს ისეთ შემთხვევაში, თუკი ისინი 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არააქტიურად ინახება მისამართებზე ან მივიწყებულ საფულეებში, მათ შორისაა სატოში ნაკამოტოს კუთვნილი BTC. აქტიურად ვაჭრობაში არსებული 3.5 მლნ Bitcoin-ის 96% მოდის საცალო ტრეიდერებზე, რომლებიც Chainalysis-მა მიაკუთვნა მათ რიცხვს, ვისი ტრანზაქციებიც 10 ათას აშშ დოლარს არ აღემატება. ანალიტიკოსების შეფასებით, 2018 წლიდან მოყოლებული ამ კატეგორიის ტრანზაქციების 83% Bitcoin-ბირჟებზე 1000 აშშ დოლარზე ნაკლები იყო. მკვლევარების გათვლით, 340 ყოველკვირეული აქტიური Bitcoin-ტრეიდერებიდან, რომელთა შესახებ Chainalysis-მა ინფორმაციის მიღება შეძლო, 4% ანუ დაახლოებით 14200 ვაჭრობს ბირჟის საფულეებში შენახული BTC-ის 85%-ით. „პროფესიონალი ტრეიდერები ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან ისეთი მსხვილი საბაზრო ქმედებებისა, რომლებიც შეინიშნებოდა მარტის ვარდნის პერიოდში. მაგრამ მათი რიცხვი მცირეა, საშუალოდ მათ განახორციელეს 39 ათასი ფულადი ტრანზაქცია ბირჟაზე“ - დაასკვნეს ანალიტიკოსებმა. Chainalysis-ის შეფასებით, Bitcoin-ების 60%, რომლებიც დაკარგული არ არის, ინახება ლიცენზირებულ კასტოდიალურ სერვისზე ან ვირტუალური აქტივების მომწოდებლის სერვისებში (VASP) FATF ტერმინოლოგიის შესაბამისად. ეს წილი სტაბილურად იზრდებოდა დროთა განმავლობაში და ასახავდა კასტოდიალური კრიპტოსავალუტო კომპანიების ზრდას Bitcoin-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად. VASP-ის დომინირების ზრდას ადასტურებს ის ფაქტი, რომ დარჩენილი ხელმისაწვდომი Bitcoin-ების 40%, რომელთაც არ აქვთ კავშირი კასტოდიალურ სერვისებთან, წარსულში მაინც იყო დაკავშირებული: ისინი ან იქ ინახებოდა, ან შეძენილი იყო. მკვლევარების გამოთვლებით, 2018 წლიდან მოყოლებული Binance-ზე, Huobi-ზე, Coinbase-სა და Bitfinex-ზე მოდიოდა Bitcoin-ის 40%, რომლებიც მიიღეს კრიპტოვალუტის გაცვლით 2020 წელს. მომდევნო ათ პლატფორმაზე მოდის საერთო ჯამში 36%, ტრანსფერების მოცულობის დანარჩენი 24% გადანაწილდა ინდუსტრიის ასობით პატარა მონაწილეს შორის. ანალიტიკური სტრატაპების, Glassnode-ისა და Messari-ს მიერ გამოკვლეული Puell Multiple ინდიკატორი და Bitcoin-ის საბაზრო და საბაზისო ფასებს შორის შეფარდება მიუთითებს პირველი კრიპტოვალუტის არასათანადოდ შეფასებაზე. https://bit.ly/2NcuAFw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.