Magdalena Posted June 18, 2020 Posted June 18, 2020 Asus ROG Phone 2 იყო 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელი და მისი შთამომავალი ROG Phone 3 მოდელიც გვთავაზობს დაუჯერებლად მაღალ წარმადობას. ახალი მოწყობილობა გამოჩნდა TENAA-ს ჩამონათვალში და წარმოდგენილია ნაცნობი გარეგნული დიზაინით, თუმცა განახლებული შიდა კომპონენტებით. Asus ROG Phone 3 გეიმინგ სმარტფონს ექნება აჩქარებული პროცესორი Snapdragon 865. ჩიპსეტის ბირთვი, როგორც წესი, მუშაობს 2.84 გჰც სიხშირეზე, თუმცა TENAA-ს თანახმად ROG Phone 3-ში ეს სიხშირე 3.091 გჰც-მდეა გაზრდილი. მისივე ინფორმაციით ტელეფონის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ-მდე გაიზარდა. შედეგად ROG Phone 3 იქნება 2020 წლის მესამე სმარტფონი 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით Samsung Galaxy S20 Ultra-სა და Nubia Red Magic 5G მოდელების შემდეგ. სმარტფონს ექნება 6.59-დუიმიანი AMOLED-დისპლეი FHD+ გაფართოებით ისევე, როგორც მის წინამორბედს. კადრის განახლების სიხშირე ცნობილი არ არის, თუმცა დასაშვებია ვარაუდი, რომ ტელეფონს ექნება 120 ჰც სიხშირე ROG Phone 2 მოდელის მსგავსად. ახალ გეიმინგ სმარტფონს ექნება 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა და 512 გბ-მდე ინტეგრირებული მეხსიერება. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ASUS-მა ამჯერად მოწყობილობას მესამე კამერა დაუმატა. ახალ სენსორზე ცნობილი ჯერ არაფერია, თუმცა ძირითადი კამერა როგორც ჩანს 64-მეგაპიქსელიანი იქნება ROG Phone 2-სგან განსხვავებით, რომლის მთავარი კამერის გაფართოებაა 48 მეგაპიქსელი. გარდა ამისა, ROG Phone 3 საკმაოდ მძიმე იქნება - იგი იწონის 204 გრამს, შედეგად 20%-ით მძიმეა Galaxy S20 Plus-ზე და 8%-ით მძიმე S20 Ultra-სთან შედარებით. არსებული ინფორმაციის თანახმად ROG Phone 3 მოდელს აქვს USB-C პორტი, რომლის მეშვეობით დაუკავშირდება ყურსასმენი, აქედან გამომდინარე, ტელეფონს არ აქვს 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭირო იქნება ცალკე ადაპტერის ყიდვა 3.5 მმ ყურსასმენის გამოსაყენებლად, ან უსადენო ყურსასმენის შეძენა. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 10-ითა და საკუთარი სამომხმარებლო ინტერფეისით. მოწყობილობის ფასი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მისი ღირებულება იქნება დაახლოებით 1000 აშშ დოლარი აჩქარებული პროცესორისა და სხვა ფუნქციების გათვალისწინებით. https://bit.ly/3fuXPQ1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.