Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ვინილის ფირფიტებმა, როგორც ჩანს, „მეორე დაბადება“ განიცადეს დიჯეების ხელში. ანტრეპრენერ Roman Boudruch-ისა და მისი პარტნიორების აზრით ძველებული კასეტების ფლეიერიც არანაკლებად იმსახურებს რეინკარნაციას, თუმცა თანამდროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით. 

მოწყობილობა We Are Rewind-ის შექმნა ანტრეპრენერების გუნდს შთააგონა ნოსტალგიური 80-იანი წლების ფილმებისა და ისეთი ტელესერიალების ყურებამ, როგორებიცაა Guardians of the Galaxy და Stranger Things. 

We Are Rewind დაახლოებით ისეთივე ზომისა და ფორმისაა, როგორიც იყო Sony Walkman-ის ადრეული ვერსია ღილაკებით. მის მსგავსად, ანამედროვე ფლეიერიც მუშაობს კასეტებზე სტერეო რეჟიმში. 

XXI საუკუნისგან We Are Rewind-ს ერგო მთლიანად ალუმინის კორპუსი და Bluetooth, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მუსიკის ჩართვა გარე დინამიკის ან უსადენო ყურსასმენის გამოყენებით. 

80-იანი წლების კასეტიანი ფლეიერების უმეტესობისგან განსხვავებით We Are Rewind-ის გამოყენება შესაძლებელია ცარიელ ფირზე მუსიკის ჩასაწერად. სტანდარტული АА ტიპის ელემენტების ნაცვლად მისი კვების წყაროა ლითიუმის ინტეგრირებული აკუმულატორი. ერთი დამუხტვა საკმარისია ათსაათიანი მუშაობისთვის. 

We Are Rewind-ის შეძენა შესაძლებელია პლატფორმა Kickstarter-ზე დაახლოებით 100 აშშ დოლარად. მისი საბაზრო ფასი კი 145 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.