Magdalena Posted June 16, 2020 Posted June 16, 2020 ვინილის ფირფიტებმა, როგორც ჩანს, „მეორე დაბადება“ განიცადეს დიჯეების ხელში. ანტრეპრენერ Roman Boudruch-ისა და მისი პარტნიორების აზრით ძველებული კასეტების ფლეიერიც არანაკლებად იმსახურებს რეინკარნაციას, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით. მოწყობილობა We Are Rewind-ის შექმნა ანტრეპრენერების გუნდს შთააგონა ნოსტალგიური 80-იანი წლების ფილმებისა და ისეთი ტელესერიალების ყურებამ, როგორებიცაა Guardians of the Galaxy და Stranger Things. We Are Rewind დაახლოებით ისეთივე ზომისა და ფორმისაა, როგორიც იყო Sony Walkman-ის ადრეული ვერსია ღილაკებით. მის მსგავსად, თანამედროვე ფლეიერიც მუშაობს კასეტებზე სტერეო რეჟიმში. XXI საუკუნისგან We Are Rewind-ს ერგო მთლიანად ალუმინის კორპუსი და Bluetooth, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მუსიკის ჩართვა გარე დინამიკის ან უსადენო ყურსასმენის გამოყენებით. 80-იანი წლების კასეტიანი ფლეიერების უმეტესობისგან განსხვავებით We Are Rewind-ის გამოყენება შესაძლებელია ცარიელ ფირზე მუსიკის ჩასაწერად. სტანდარტული АА ტიპის ელემენტების ნაცვლად მისი კვების წყაროა ლითიუმის ინტეგრირებული აკუმულატორი. ერთი დამუხტვა საკმარისია ათსაათიანი მუშაობისთვის. We Are Rewind-ის შეძენა შესაძლებელია პლატფორმა Kickstarter-ზე დაახლოებით 100 აშშ დოლარად. მისი საბაზრო ფასი კი 145 აშშ დოლარია. https://bit.ly/2BbXLFX Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.