Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Bitcoin-ის მარტის ფასის ვარდნა გახდა პირველი სტრეს-ტესტი პირველი კრიპტოვალუტისთვის, რომელიც მან ”ძირითადად დადებითად” ჩააბარა. ამგვარი აზრი გამოთქვეს აშშ-ის უმსხვილეს ბანკ JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსებმა. 

ბანკის წარმომადგენლებმა შეადგინეს ანგარიში სახელწოდებით „კრიპტოვალუტა განიცდის პირვე სტრეს-ტესტს: ოქრო, პირიტი თუ რაღაც შუალედური?“ ოქროს ციებ-ცხელების დროს მინერალ პირიტს ძვირფას ლითონთან გარეგნული მსგავსების გამო ეწოდა „სულელების ოქრო“. 

მათი თქმით, Bitcoin-ის ფასის ქცევა გვიჩვენებს, რომ კრიპტოვალუტას კვლავ იყენებენ სპეკულაციური აქტივის სახით და არა როგორც საშუალებას - გაცვლის ან შენახვისთვის. 

Bitcoin-ი სულ უფრო მეტად კორელირებს ისეთ რისკისმატარებელ აქტივებთან, როგორიც აქციებია. მარტში ფასის ვადნის დროს BTC-ის ფასი არასტაბილური იყო, თუმცა იგივე ვიარებაში გახლდათ ტრადიციული აქტივებიც. 

მათ ხაზი გაუსვეს აქტივის ქცევის პოზიტიურ მხარეებზე მარტის პანიკის დროს: 

მონეტის ფასი დიდად არ განსხვავდებოდა შიდა ღირებულებისგან, შესაბამისად, მხოლოდ მცირე ნით ჩამოიდა მაინინგის საფასურს ქვემოთ. 

შეინიშნებოდა აქტივების სახეობებს გარეთ ლიკვიდურობის გადინების რამდენიმე ნიშანი, როდესაც ინვესტორები ცდილობდნენ ეპოვათ თავშესაფარი კრიპტოსავალუტო ბაზრის უფრო უსაფრთხო და ლიკვიდურ ნაწილებში. თუმცა კრიპტოვალუტების უმეტესობა ერთდროულად დაეცა - ბაზარზე კორელაცია გაიზარდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. 

ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ არ არსებობს ბევრი მტკიცებულება პანიკის დინამიკის შესახებ, ან თუნდაც მატერიალური ხარისხის მრავალ დონის განაწილება კრიპტოვალუებს შორის მარტის კრიზისის დროსაც კი,” - მიიჩნევენ JPMorgan-ის ექსპერტები. 

მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ Bitcoin-ის საბაზრო სტრუქტურა აღმოჩნდა უფრო სტაბილური, ვიდრე ვალუტების, აქციების, სახაზინო ობლიგაციების და ოქროს. 

image.jpeg 

Bitcoin-ის ფასის ვარდა მარტის შუა პერიოდში. წყარო: Bloomberg 

შეგახსენებთ, რომ Bloomberg Intelligence-ის სასაქონლო ბაზრების უფროსი ანალიტიკოსის აზრით პირველ კრიპტოვალუტას მიმდინარე წელს შეუძლია დაამყაროს ახალი 20 ათას აშშ დოლარიანი რეკორდი. 

ივნისის დასაწყისში Bitcoin-მა თებერვლის შემდეგ პირველად გადალახა 10400 აშშ დოლარიანი ნიშული, სტატიის წერის მომენტში „ციფრული ოქროს“ ფასი იყო 9400-9500 აშშ დოლარი (CoinGecko). 

Posted

ჰალვინგის შემდეგ 1 თვეში 9000-ზე ქვევით დიდათ არ დაცემულა მგონი კურსი, ეგ კარგი ტენდენციაა და შეიძლება მაღალ კურსის ზრდაზეც მიგვითითებდეს მომავალში რაც შედგება უკვე, ბევრს შეიძლება ბიტკოინის მაინინგში 14000-15000$ კურსი აწყობდეს უფრო, მაგრამ მაგდენს ამ ეტაპზე აშკარათ ვერ ქაჩავენ, 10000-12000$ მემგონი პატალოკია ჯერ და მერე ვნახოთ რა და როგორ განვითრდება, რაც არ უნდა იყოს დამატებითი ინვესტიციების გარეშე 15000-20000$ და მაგაზე მაღალი კურსი არ შედგება, ეგ ზღაპრებია 50000$+ თუ ინტენსიური ფულის ჩადება არ დაიწყო შემდგომში არაფერი ეგეთი არ შედგება, ხო ისე გუშინ უნდოდა თითქოს 9000$ ჩამოცდენოდა, მაგრამ დღეს ვუყურებ და ისევ 9500$ გაჩერდა კურსი, ეთერეუმიც გაიზარდა ისევე

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.