Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კრიპტოსავალუტო ბირჟა QuadrigaCX-ის გაკოტრებისა და დახურვის მიზეზი გახდა მისი დამფუძნებლის, ჯერალდ კოტენის თაღლითური ქმედებები. ამას მოწმობს ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კომისიის გამოძიების შედეგები. 

რეგულატორმა შეისწავლა 368 000 ექაუნთის მონაცემები და ბირჟის ფინანსური ოპერაციების ისტორია. შედეგად ათი ათასობით მომხმარებლის საერთო ზარალმა მინიმუმ 169 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  

კოტენი ხსნიდა ექაუნთებს გამოგონებული სახელებითა და ყალბი ბალანსებით, ამის შემდეგ კი ასრულებდა გარიგებებს რეალურ მომხმარებლებთან. ფაქტობრივად, იგი ჰაერიდან ქმნიდა კანადურ დოლარებს და მისით რეალურ ციფრულ აქტივებს ყიდულობდა. როდესაც დაზარალებულ მომხმარებლებს ბირჟიდან თანხა გაჰქონდათ, კოტენი მათი ბალანსის კომპენსირებას სხვა მომხმარებლების დეპოზიტების ხარჯზე ახდენდა. 

მარეგულირებელმა ორგანომ დაამატა, რომ კოტენი მოპარულ დოლარებს მდიდრული ცხოვრების სტილის შენარჩუნებაში ხარჯავდა. 

„ონტარიოს დაცვის კომისია (OSC) დიდი ალბათობით გადამწყვეტ ზომებს მიმართავს კოტენისა და Quadriga-ს წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ქმედებები არაპრაქტიკულია, რადგანაც კოტენი გარდაიცვალა, Quadriga კი გაკოტრდა“ - ნათქვამია ანგარიშში. 

კომისიაში დაამატეს, რომ ბირჟაზე დარჩენილი თანხა განაწილდება დაზარალებულ ინვესტორებს შორის სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ. 

შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ბირჟა Quadriga-ს სასამართლო პროცესი გასული წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. პროცესამდე ერთი თვით ადრე პლატფორმამ გაავრცელა ცნობა აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის, ჯერალდ კოტენის გარდაცვალების შესახებ, რომლის სიკვდილის გამო თითქოსდა წვდომა დაიკარგა ბირჟის ცივ საფულეებზე.  

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.