Magdalena Posted June 12, 2020 Posted June 12, 2020 მაიკ ნოვოგრაცის კრიპტოსავალუტო ბანკმა, Galaxy Digital-მა და ციფრული დერივატივების ვაჭრობისა და შენახვის პლატფორმა Bakkt-მა დააანონსეს ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის განკუთვნილი კასტოდიალური გადაწყვეტილება. პარტნიორობის მიზანია მსხვილ ინვესტორებს წარუდგინოს უსაფრთხო და ეფექტური შესაძლებლობა, რომელიც ციფრული ვალუტებისადმი ინტერესს გამოხატავს. Galaxy Digital Trading უზრუნველყოფს წვდომას კრიპტოვალუტების ბაზარზე, Bakkt Warehouse კი წარადგენს გადაწყვეტილებას მათი უსაფრთხო შენახვისთვის. „Galaxy Digital-ისა და Bakkt-ის კავშირი ორ კომპანიას შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს შესთავაზონ მოწინავე გამოცდილება ბაზარზე წვდომის მიღების სრულ პროცესში, განაცხადების შესრულებასა და ციფრული აქტივების შენახვაში“ - ნათქვამია პრეს-რელიზში. Galaxy Digital Trading-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ Bakkt-თან შეთანხმება გახდა ტრადიციული აქტივების მმართველების აქტიური სწრაფვის შედეგი - წვდომა მიეღოთ ფიზიკურ Bitcoin-ზე. „ეს ფონდები ბაზრის ცოდნისა და BTC-გარიგებების შესრულების გამოცდილების ისეთივე დონეს ელიან, როგორსაც შეეჩვივნენ ტრადიციულ ბაზრებზე მუშაობისას. Galaxy მზადაა მათ ეს შესთავაზოს, Bakkt კი წარადგენს მარეგულიერებელი ორგანოების მოთხოვნების შესაბამის უსაფრთხო სერვისს ციფრული აქტივების შენახვისთვის“ - განმარტა ხელმძღვანელმა. ციფრული დერივატივებით ვაჭრობისა და შენახვის პლატფორმის ხელშეკრულებაზე კომენტარი გააკეთა კასტოდიალური ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა ჯონ კონელიმ: „Bakkt-ის საცავი ემყარება უსაფრთხოების იმავე სტანდარტებს, რომლებითაც არის დაცული ათეულობით ICE ბირჟა მთელ მსოფლიოში, მათ შორისაა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაც. Galaxy Digital კი საკუთარი გამოცდილების წყალობით შეავსებს და სრულყოფს ჩვენს კასტოდიალურ გადაწყვეტილებას“. შეგახსენებთ, რომ ფინანსურმა კორპორაცია Fidelity-მ დაადგინა, რომ აშშ-სა და ევროპაში გამოკითხული 774 მსხვილი კლიენტის 36-მა პროცენტმა საფულეში ციფრული აქტივები დაამატა. https://bit.ly/3cQND2w Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.