Magdalena Posted June 11, 2020 Posted June 11, 2020 Ethereum-ის ეკოსისტემისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილების შემქმნელმა კომპანია ConsenSys-მა წარადგინა ინსტრუმენტი, სახელად Codefi Compliance. იგი საშუალებას იძლევა განისაზღვროს DeFi-პროექტების შესაბამისობის დონე სხვადასხვა რეგულაციურ მოთხოვნასთან, რომელთა შორისაა ფინანსური ტერორიზმისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედება. Codefi Compliance მოიცავს ERC-20 და ERC-721 სტანდარტის დაახლოებით 280 ათას სხვადასხვა ტოკენს Ethereum-ის ეკოსისტემაში. მისი მეშვეობით შესაძლებელია ციფრული ვალუტისა და მისი მომხმარებლის თვალყურის დევნება, ასევე ტოკენის მოძრაობის ანალიზი. ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა არჩეულ იქნას პრიორიტეტული იურისდიქციები პროექტების ნორმატიული შესაბამისობის განსაზღვრისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. ახალი პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინსტრუმენტის აუცილებლობა გამოწვეულია Ethereum-ის ბაზაზე DeFi-პროექტების ეკოსისტემის წრაფი განვითარებით. DappRadar-ის მონაცემებით უნიკალური აქტიური საფულეების ყოველდღიური რიცხვი 2019 წლის შემდეგ 530%-ით გაიზარდა. „Codefi Compliance - ეს არის ჩვენი ინსტრუმენტების ნაკრების ახალი მოდული, რომელიც აგვარებს სირთულეებსა და რისკებს DeFi-სთან მუშაობაში, აგრეთვე კომპანიებს ეხმარება მიიღონ სარგებელი ციფრული აქტივების გამოყენებიდან“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, DeFi-პროექტების კანონიერების საიმედო განსაზღვრის შესაძლებლობა უმთავრესი ფაქტორია დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში ინსტიტუციური ფინანსური ორგანიზაციების მოსაზიდად. მაისის დასაწყისში ConsenSys-მა გამოაცხადა, რომ მომხმარებელთა 66% აპირებს Ethereum 2.0 ქსელში staking-ი გამოიყენოს. https://bit.ly/2BK77cm Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.