Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Ethereum-ის ეკოსისტემისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილების შემქმნელმა კომპანია ConsenSys-მა წარადგინა ინსტრუმენტი, სახელად Codefi Compliance. იგი საშუალებას იძევა განისაზღვროს DeFi-პროექტების შესაბამისობის დონე სხვადასხვა რეგულაციურ მოთხოვნასთან, რომელთა შორისაა ფინანსური ტერორიზმისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედება. 

Codefi Compliance მოიცავს ERC-20 და ERC-721 სტანდარტის დაახლოებით 280 ათას სხვადასხვა ტოკენს Ethereum-ის ეკოსისტემაში. მისი მეშვეობით შესაძლებელია ციფრული ვალუტისა და მისი მომხმარებლის თვალყურის დევნება, ასევე ტოკენის მოძრაობის ანალიზი. ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა არჩეულ იქნას პრიორიტეტული იურისდიქციები პროექტების ნორმატიული შესაბამისობის განსაზღვრისთვს სხვადასხვა ქვეყანაში. 

ახალი პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინსტრუმენტის აუცილებლობა გამოწვეულია Ethereum-ის ბაზაზე DeFi-პროექტების ეკოსისტემის წრაფი განვითარებით. DappRadar-ის მონაცემებით უნიკალური აქტიური საფულეების ყოველდღიური რიცხვი 2019 წლის შემდეგ 530%-ით გაიზარდა. 

Codefi Compliance - ეს არის ჩვენი ინსტრუმენტების ნაკრების ახალი მოდული, რომელიც აგვარებს სირთულეებსა და რისკებს DeFi-სთან მუშაობაში, აგრეთვე კომპანიებს ეხმარება მიიღონ სარგებელი ციფრული აქტივების გამოყენებიდან“ -  განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა. 

მისი თქმით, DeFi-პროექტების კანონიერების საიმედო განსაზღვრის შესაძლებლობა უმთავრესი ფაქტორია დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში ინსტიტუციური ფინანსური ორგანიზაციების მოსაზიდად. 

მაისის დასაწყისშ ConsenSys-მა გამოაცხადა, რომ მომხმარებელთა 66% აპირებს Ethereum 2.0 ქსელში staking-ი გამოიყენოს.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.