Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წელს Xiaomi-ს ვიცე-პრეზიდენტმა და Redmi-ს გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ ეკრანზე ინტეგრირებული კამერების მქონე სმარტფონების გამოსვლამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი. Xiaomi-მ და Oppo-მ წარადგინეს მსგავსი კამერების პროტოტიპები გასულ წელს, თუმცა კომერციულ გავრცელებაზე არაფერი თქმულა. დისპლეების ჩინური მწარმოებელი Visionox საზოგადოებას პირდება მსგავსი ეკრანებისა და მათ ბაზაზე შექმნილი სმარტფონების მალე გამოჩენას. 

image.jpeg 

Visionox იწყებს ეკრანში ჩაშენებული კამერების წარმოებას. შედეგად სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები შეძლებენ შექმნან ნამდვილი უჩარჩოო მოწყობილობები ყოველგვარი ჭრილისა და სელფი-კამერისთვის განკუთვნილი ღიობების გარეშე. Visionox-ის მიდგომა მოიცავს ორგანული და არაორგანული მასალების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ გამჭვირვალობის მაღალ დონეს თანამედროვე OLED პანელებთან შედარებით. პირველი მსგავსი სქემები და პიქსელების სტრუქტურები ასევე გამოიყენება გამოსახულების დამახინჯების შემცირების მიზნით. 

აპარატული კომპონენტების პარალელურად კომპანიამ შეიმუშავა პროგრამული ალგორითმი ჩაბნელების ეფექტის მოგვარებისთვის. Visionox ამტკიცებს, რომ ეკრანში ჩაშენებული კამერების მქონე სმარტფონები სულ მალე გამოვა, თუმცა კონკრეტული ვადა არ სახელდება. ჩინური კომპანიების გარდა გავრცელდა ცნობა, რომ მსგავსი მოწყობილობების შექმნით დაინტერესებული Samsung-იც, თუმცა მას საკუთარი პროტოტიპი ჯერ არ წარუდგენია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.