Magdalena Posted June 5, 2020 Posted June 5, 2020 Bloomberg-ის ფინანსური ანალიტიკოსი მაიკ მაკგლოუნი დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ი და ოქრო მიმდინარე წელს ზრდის „ტოპ-კანდიდატებია“. „აქტივების მცირე ჩამონათვალს შორის, რომლებმაც ამ მშფოთვარე წელს ზრდის ტენდენცია მაინც დააფიქსირეს, ოქრო და Bitcoin-ი ნიადაგს იმზადებენ სამომავლო აღმავლობისთვის“ - ხაზი გაუსვა ექსპერტმა. მისი დაკვირვებით, ოქრო კონსოლიდირდება წინააღმდეგობის 1700 აშშ დოლარიანი საკვანძო დონის ზემოთ: „ამ დონის გადალახვისას ყოველ ჯერზე ოქრო ახდენს შემდგომი აღმასვლისთვის სულ უფრო მყარი საფუძვლის ფორმირებას“. მისი თქმით Bitcoin-ი ამჟამად ანალოგიურ კონსოლიდაციას განიცდის 9000-10 000 აშშ დოლარიან დიაპაზონში. „ჩვენ Bitcoin-ს განვიხილავთ, როგორც დასვენებაში მყოფ ხარს“ - განმარტა მაკგლოუნმა. – „თუკი საფონდო ბაზარი დაეცემა, ოქრო და Bitcoin-ი აღმავალ ტრენდს გაუყვებიან“. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მონეტარულ პოლიტიკაში ცენტრალური ბანკების მიერ მიღებული უპრეცედენტო ზომები ხელს შეუწყობს Bitcoin-ის, როგორც პირველი ვალუტის - ოქროს ციფრულ ვერსიად ქცევას. მაკგლოუნის აზრით პირველი კრიპტოვალუტის ფასი გადააჭარბებს ფსიქოლოგიურ 10 ათას აშშ დოლარიან დონეს. https://bit.ly/2zZGrE6
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now