Magdalena Posted June 5, 2020 Posted June 5, 2020 Bloomberg-ის ფინანსური ანალიტიკოსი მაიკ მაკგლოუნი დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ი და ოქრო მიმდინარე წელს ზრდის „ტოპ-კანდიდატებია“. „აქტივების მცირე ჩამონათვალს შორის, რომლებმაც ამ მშფოთვარე წელს ზრდის ტენდენცია მაინც დააფიქსირეს, ოქრო და Bitcoin-ი ნიადაგს იმზადებენ სამომავლო აღმავლობისთვის“ - ხაზი გაუსვა ექსპერტმა. მისი დაკვირვებით, ოქრო კონსოლიდირდება წინააღმდეგობის 1700 აშშ დოლარიანი საკვანძო დონის ზემოთ: „ამ დონის გადალახვისას ყოველ ჯერზე ოქრო ახდენს შემდგომი აღმასვლისთვის სულ უფრო მყარი საფუძვლის ფორმირებას“. მისი თქმით Bitcoin-ი ამჟამად ანალოგიურ კონსოლიდაციას განიცდის 9000-10 000 აშშ დოლარიან დიაპაზონში. „ჩვენ Bitcoin-ს განვიხილავთ, როგორც დასვენებაში მყოფ ხარს“ - განმარტა მაკგლოუნმა. – „თუკი საფონდო ბაზარი დაეცემა, ოქრო და Bitcoin-ი აღმავალ ტრენდს გაუყვებიან“. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მონეტარულ პოლიტიკაში ცენტრალური ბანკების მიერ მიღებული უპრეცედენტო ზომები ხელს შეუწყობს Bitcoin-ის, როგორც პირველი ვალუტის - ოქროს ციფრულ ვერსიად ქცევას. მაკგლოუნის აზრით პირველი კრიპტოვალუტის ფასი გადააჭარბებს ფსიქოლოგიურ 10 ათას აშშ დოლარიან დონეს. https://bit.ly/2zZGrE6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.