Magdalena Posted June 4, 2020 Posted June 4, 2020 1 ივნისს კანადაში ძალაში შევიდა რეგულირების ახალი წესები, რომელთა თანახმად როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთული კრიპტოსავალუტო კომპანიები მიეკუთვნება დაწესებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სერვისებს ფულადი გადარიცხვების სფეროში. ახალი წესების თანახმად კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფულად გადარიცხვებს, მათ შორის ტრანზაქციებს ვირტუალური ვალუტების გამოყენებით, უნდა დარეგისტრირდნენ ფინანსური ოპერაციების ანალიზისა და ანგარიშგების ცენტრში (FINTRAC) და დაიცვან მისი მოთხოვნები. ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე კანადის წამყვანი კრიპტო ბირჟა Bullbitcoin-ის ხელმძღვანელმა და ადგილობრივი Bitcoin Embassy-ის თანამშრომელმა ფრანსის პულიომ დაწერა, რომ ეს იყო ბოლო დღე მისთვის, როგორც ვირტუალური ვალუტის არარეგულირებადი დილერისთვის. „მე 2014 წლიდან მჭიდრო კავშირში ვიყავი ამ პროცესთან, ვმუშაობ ფინანსთა სამინისტროსა და FINTRAC-თან. ჩვენი პოზიცია უცვლელი იყო: Bitcoin არის ფული და მისი რეგულირება უნდა მოხდეს ისევე, როგორც სხვა ფულის, არც მეტი და არც ნაკლები, ”- აღნიშნა პულიომ. მან დაამატა, რომ Bitcoin-ის შვიდწლიანი ლობირების შედეგი კანადელი კანონმდებლებისთვის შეიძლება უზარმაზარ წარმატებად ჩაითვალოს. „არ არის იდეალური, თუმცა ყველაფერი შესაძლოა გაცილებით უარესად ყოფილიყო“ განაცხადა მან. ახალი მოთხოვნების შესაბამისად 10 ათას კანადურ დოლარზე ზემოთ კრიპტოსავალუტო ტრანზაქციის განხორციელებას სჭირდება ანგარიშგება და მომხმარებლის იდენტიფიკაცია. პულიოს თქმით, ეს ის მომენტია, რომელიც საშუალებას არ აძლევს - ცვლილებებს უწოდოს „საბოლოო გამარჯვება“. ახალი წესები უპირველს ყოვლისა გავრცელდება კრიპტოსავალუტო კომპანიებში, რომლებიც მუშაობენ ფიატურ ფულთან, ასეთებია მაგალითად Bitcoin-ტერმინალების ოპერატორები. პულიოს განცხადებით ინდუსტრიის წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი უკვე იცავს მომხმარებლის იდენტიფიკაციის მკაცრ წესებს, რადგანაც ამას მათგან საგადახდო პარტნიორები მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ კანადის ფასიანი ქაღალდების ადმინისტრატორებმა (CSA) წარადგინეს ახალი სახელმძღვანელო, რომლის თანახმად ადგილობრივი კრიპტოსავალუტო ბირჟების უმეტესობა ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ. https://bit.ly/302Pe2E Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.