Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

1 ივნისს კანადაში ძალაში შევიდა რეგულირების ახალი წესები, რომელთა თანახმად როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთული კრიპტოსავალუტო კომპანიები მიეკუთვნება დაწესებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სერვისებს ფულადი გადარიცხვების სფეროში.  

ახალი წესების თანახმად კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფულად გადარიცხვებს, მათ შორის ტრანზაქციებს ვირტუალური ვალუტების გამოყენებით, უნდა დარეგისტრირდნენ ფინანსური ოპერაციების ანალიზისა და ანგარიშგების ცენტრში  (FINTRAC) და დაიცვან მისი მოხოვნები. 

ხალი კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე კანადის წამყვანი კრიპტო ბირჟა Bullbitcoin-ის ხელმძღვანელმა და ადგილობრი Bitcoin Embassy-ის თანამშრომელმა ფრანსის პულიო დაწერა, რომ ეს იყო ბოლო დღე მისთვის, როგორც ვირტუალური ვალუტის  არარეგულირებადი დილერისთვის. 

მე 2014 წლიდან მჭიდრო კავშირში ვიყავი ამ პროცესთან, ვმუშაობ ფინანსთა სამინისტროსა და FINTRAC-თან. ჩვენი პოზიცია უცვლელი იყო: Bitcoin არის ფული და მისი რეგულირება უნდა მოხდეს ისევე, როგორც სხვა ფულის, არც მეტი და არც ნაკლები, ”- აღნიშნ პულიო. 

მან დაამატა, რომ Bitcoin-ის შვიდწლიანი ლობირების შედეგი კანადელი კანონმდებლებისთვის შეიძლება უზარმაზარ წარმატებად აითვალოს. 

„არ არის იდეალური, თუმცა ყველაფერი შესაძოა გაცილებით უარესად ყოფილიყო“ განაცხადა მან. 

ახალი მოთხოვნების შესაბამისად 10 ათას კანადურ დოლარზე ზემოთ კრიპტოსავალუტო ტრანზაქციის განხორციელებას სჭირდება ანგარიშგება და მომხმარებლის იდენტიფიკაცია. პულიოს თქმით, ეს ის მომენტია, რომელიც საშუალებას არ აძლევს - ცვლილებებს უწოდოს „საბოლოო გამარჯვება“. 

ახალი წესები უპირველს ყოვლისა გავრცელდება კრიპტოსავალუტო კომპანიებში, რომლებიც მუშაობენ ფიატურ ფულთან, ასეთებია მაგალითად Bitcoin-ტერმინალების ოპერატორები. პულიოს განცხადებით ინდუსტრიის წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი უკვე იცავს მომხმარებლის იდენტიფიკაციის მკაცრ წესებს, რადგანაც ამას მათგან საგადახდო პარტნიორები მოითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ კანადის ფასიანი ქაღალდების ადმინისტრატორებმა (CSA) წარადგინეს ახალი სახელმძღვანელო, რომლის თანახმად ადგილობრივი კრიპტოსავალუტო ბირჟების უმეტესობა ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.