Magdalena Posted June 2, 2020 Posted June 2, 2020 კრიპტოვალუტების მომპოვებელი აღჭურვილობების წამყვანმა მწარმოებელმა კომპანია Bitmain-მა გაყიდვაში გამოუშვა ახალი მოწყობილობა Antminer T19. იგი განკუთვნილია Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის SHA256 ალგორითმზე. ძირითადი მახასიათებლები: ჰეშრეითი — 84 TH/s ± 3%; ენერგომოხმარება — 3150 ვტ ±5%; ფასი — 1749 აშშ დოლარი. F2pool-ის მიხედვით, 0,05 კვტ/სთ ღირებულების ელექტროენერგიისა და Bitcoin-ის ამჟამინდელი 9552 აშშ დოლარიანი კურსის პირობებში Antminer T19-ის მიერ მოტანილი მოგება შეადგენს 3.14 აშშ დოლარს დღე-ღამეში. ამგვარად, მოწყობილობის ღირებულების გამოსყიდვის დროა 18.5 თვე. ამ მაჩვენებლის მიხედვით იგი მეექვსე ადგილზეა სხვა მაინერებს შორის. Bitmain-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Antminer T19-ში გამოყენებულია კვების ახალი სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. მის წყალობით კრიპტოვალუტების მოპოვების პროცესი უფრო ეფექტური და მომგებიანია. გარდა ამისა, მოწყობილობა უფრო სწრაფად ირთვება T17 სერიის მაინერებთან შედარებით. მოწყობილობის მიწოდება დაიწყება 21-30 ივნისის პერიოდში. გაყიდვა შეზღუდულია - ერთ ადამიანზე გაიცემა ორი ეგზემპლარი. Bitmain-ში აღნიშნავენ, რომ ეს გახლავთ აუცილებელი პირობა მოწყობილობის ხელმისაწვდომობის ამაღლებისთვის. მაისის დასაწყისში ბევრმა მაინინგ-კომპანიამ Bitmain-ს ბრალი დასდო წუნდებული Antminer S17+ მოწყობილობების მიწოდებაში. ჩინელმა მომხმარებლებმაც გააკრიტიკეს Antminer 17-ის საიმედოობა. მათი ინფორმაციით მოწყობილობის გაუმართაობამ 30%-ს მიაღწია. https://bit.ly/36OHGSp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.