Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა ტექნოლოგიურ კომპანია SoFi-სთან პარტნიორობით, რომელიც დაკავებულია საფინანსო აღრიცხვის პროგრამების შემუშავებითაა დაკავებული, წარადგინა პლასტიკური სადებეტო ბარათი Samsung Money ქეშბექის ფუნქციითა და უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

Samsung-ის ბარათზე არ არის მოცემული ნომერი, გამოშვების თარიღი, CVV-კოდი და მფლობელის ხელმოწერა. საბანკო ბარათის სრული მართვა ხორციელდება მობილური აპლიკაცია Samsung Pay-ს მეშვეობით. ამგვარად, თუკი მფლობელი ბარათს დაკარგავს ან მოპარავენ, ვერავინ შეძლებს მის გამოყენებას. უსაფრხოების სისტემისა და ფინანსური ოპერაციებისადმი ანალოგიური მიდგომა გააჩნია საკრედიტო ბარათ Apple Card-ს. 

Samsung Money-ს შეკვეთა შესაძლებელი იქნება მხოლოდ Samsung-ის სმარტფონისა და აპლიკაციის გამოყენებით. 

image.jpeg 

მობილური აპლიკაციის მეშვეობით ბარათის მფლობელი შეძლებს მიიღოს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ. საბანკო ბარათის ანგარიში ავტომატურად უკავშირდება Samsung Pay-ს. შენაძენის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება სმარტფონის გამოყენებით. 

image.jpeg 

ქეშბექის სისტემა - შესრულებული შესყიდვის ფასის მცირე პროცენტის დაბრუნება - ამერიკულ ბაზარზე ნაკლებად გავრცელებული შესაძლებლობაა. ბარათის გამოშვების მომენტისთვის კომპანია მომხმარებლებს პირდება 55 ათასზე მეტი პარტნიორი მაღაზიისა და სერვისის მხარდაჭერას. 1000 და მეტი ქულის დაგროვების შემთხვევაში ბარათის მფლობელს შეუძლია მათი დახარჯვა სხვადასხვა სახის პროდუქციის შესაძენად. 

სამწუხაროდ კომპანია არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა Samsung Money ბარათის სხვა ქვეყნებში გამოშვებასაც. ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ შეერთებულ შტატებს ეხება, სადაც ბარათი მიმდინარე ზაფხულიდან გახდება ხელმისაწვდომი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.