Magdalena Posted May 28, 2020 Posted May 28, 2020 ამერიკულმა კომპანია Hewlett-Packard-მა დააანონსა მაღალი წარმადობის ლეპტოპები ZBook Firefly, რომლებსაც მაღალი დონის მახასიათებლების პარალელურად მეტად მოკრძალებული გაბარიტები და წონა აქვთ. მოწყობილობა გამოვა ზომის მხრივ ორ ვარიანტად - 14- და 15-დუიმიანი ეკრანებით. ლეპტოპები შეესაბამება MIL-STD-810H გამძლეობის სტანდარტს. კომპანიის ცნობებით ახალი 14-დუიმიანი ZBook Firefly 8,8 %-ით პატარა და 5,2 %-ით მსუბუქი წინა თაობის მოდელთან შედარებით. ლეპტოპის ეკრანი იკავებს ფართობის 84%-ს, რაც რეკორდული არა, მაგრამ საკმაოდ ღირსეული მაჩვენებელია. დისპლეის სახით გამოყენებულია HP Sure View Reflect მატრიცა. 15-დუიმიანი მოდელი წინამორბედზე 9,5 %-ით პატარა და 1,8 %-ით მსუბუქია. ეკრანი ფართობის 86%-ს იკავებს. ოფციურად შესაძლებელია კომპლექტაცია UHD HDR400 დისპლეით. რაც შეეხება შიდა მაკომპლექტებლებს, ლეპტოპები აგებულია მეათე თაობის Intel Comet Lake-U პროცესორების ბაზაზე. გრაფიკული ადაპტერის სახით გამოყენებულია NVIDIA Quadro P520 - GDDR5 ტიპის 4 გბ მეხსიერებით. HP ამტკიცებს, რომ 14-დუიმიანი მოდელის გრაფიკული ქვესისტემის წარმადობა 50%-ით მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. ავტონომიური მუშაობის დრო 17 საათს შეადგენს. ახალი HP ZBook Firefly ლეპტოპები აგვისტოდან გაიყიდება, მათი საწყისი ფასია 1099 აშშ დოლარი. https://bit.ly/3c11TFD Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.