Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს LetsGoDigital-ის ინფორმაციით კომპანია Sony აპატენტებს სმარტფონს საკმაოდ უჩვეულო კონსტრუქციით: ახალი მოწყობილობის შესახებ ცნობები გამოჩნდა მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (World Intellectual Property Organization, WIPO) ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

Sony-მ ჩაიფიქრა ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელსა სრულიად უჩარჩოო ეკრანი ექნება. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი მოძრავი მოდული - ზედა და ქვედა ნაწილებში. თანაც ეს მოძრავი ბლოკები კორპუსის მთელი სიგანის ზომის იქნება. 

ზედა მოძრავ მოდულში შევა ფრონტალური კამერა და დინამიკი, ქვედა მოდულში კი წარმოდგენილი იქნება კიდევ ერთი დინამიკი. ამგვარი კონფიგურაცია მუშაობის სხვადასხვა რეჟიმის რეალიზების საშუალებას იძლევა. 

image.jpeg 

მაგალითად, სელფი-გადაღებებისას მხოლოდ ამოვა ზედა ბლოკი, სატელეფონო საუბრისას ან მულტიმედია კონტენტის ყურებისას კი ჩართული იქნება ორივე მოდული. 

image.jpeg 

მოკლედ, ჯერჯერობით უცნობია მსგავსი კონსტრუქციის მქონე სმარტფონი გამოვა თუ არა კომერციულ ბაზარზე. ამავე დროს კიხვებს იწვევს იმ მექანიზმების საიმედოობა და გამძლეობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრავი მოდულების ფუნქციონირებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.