Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა Huawei-მ გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რომელზეც მოცემულია, რომ მალე დაანონსდება სმარტფონი Enjoy Z: მოწყობილობის დებიუტი შედგება 24 მაისს. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ ეს სმარტფონი იქნება Huawei-ს ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი, რომელსაც ექნება მეხუე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. ფასი დიდი ალბათობით 250 აშშ დოლარს არ გადააჭარბებს. 

ახალი სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლები ამჟამად უცნობია, თუმცა თიზერი მიგვანიშნებს კორპუსის გვერდებზე გადასული ეკრანის არსებობას. დასაშვებია ვარაუდი, რომ გამოყენებული იქნება Full HD+ ფორმატის პანელი. 

image.jpeg 

სმარტფონში დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება საფირმო პროცესორი Kirin 820 5G. ჩიპში მოცემულია ოთხი ბირთვი Cortex-A76 სიხშირით 2,36 გჰც-მდე, კიდევ ოთხი Cortex-A55 ბირთვი 1,84 გჰც სიხშირით, ასევე გრაფიკული ამაჩქარებელი ARM Mali-G57MP6 და 5G მოდემი. 

Strategy Analytics-ის შეფასების თანახმად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდა 24.1 მლნ 5G სმარტფონის რეალიზაცია. Huawei ბრენდ Honor-თან ერთად მეორე ადგილზე იმყოფება წამყვანი მომწოდებლების რეიტინგში (Samsung-ის შემდეგ), მისი წილი დაახლოებით 33%-ს შეადგენს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.