Magdalena Posted May 18, 2020 Posted May 18, 2020 სამხრეთკორეულმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, SK Telecom-მა წარადგინა Samsung-ის მიერ გამოშვებული მსოფლიოში პირველი 5G სმარტფონი Galaxy A Quantum, რომელსაც აქვს ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილი ID აუთენტიფიკაციის ინტეგრირებული სერვისი. Galaxy A Quantum-ის ფასია დაახლოებით 530 აშშ დოლარი. მასში გამოყენებულია ჩიპსეტი SKT IDQ S2Q000 QRNG შემთხვევითი რიცხვების კვანტური გენერატორით (QRNG,) რომელიც შემუშავებულია SK Telecom ID Quantique-ისა და Samsung-ის მიერ. „ჩიპი ახდენს შემთხვევითი რიცხვების გენერირებას კვანტური კრიპტოგრაფიის მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას გასაღებები, რომლებიც გატეხვის მსურველთათვის ხელშეუხებელი იქნება“- ნათქვამია პრეს-რელიზში. ბლოკჩეინ-აუთენტიფიკაცია QRNG-ის ბაზაზე ბიომეტრიული დაცვით ინტეგრირებულია საგადახდო SK Pay სისტემაში და გამოიყენება მომხმარებლების მიერ ყოველდღიური ფიზიკური შენაძენების განხორციელებისთვის. ბლოკჩეინი ასევე გამოიყენება T ID login და Initial სერვისებში და ხელს უწყობს ფალსიფიცირებისა და იმ ინფორმაციის მოპარვის აღმოფხვრას, რომელიც ტელეფონში ინახება. ახალი სმარტფონის ოფიციალური გაყიდვები თავდაპირველად კორეაში დაიწყება 22 მაისიდან. https://bit.ly/3bH2iNn Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.