Magdalena Posted May 18, 2020 Posted May 18, 2020 ჩინურმა კომპანია Chuwi-მ დააანონსა მორიგი სიახლე - მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერი CoreBox i5, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აგებული. მოწყობილობას ლითონის კორპუსი აქვს და მისი დაყენება შესაძლებელია ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში. კომპიუტერის წონა დაახლოებით 800 გრამია. მოწყობილობაში გამოყენებულია Broadwell თაობის Core i5-5257U პროცესორი. ეს ჩიპი ორბირთვიანია (ოთხ ნაკადამდე) და მუშაობს 2.7 გჰც სიხშირეზე, რომლის გაზრდა შესაძლებელია 3.1 გჰც-მდე. აღჭურვილობაში შედის გრაფიკული პროცესორი Intel Iris 6100. ნეტტოპს აქვს LPDDR3 RAM ტიპის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. გამოყენებული 256 გბ მოცულობის M.2 SSD მოდული. ასევე შესაძლებელია განთავსდეს დამატებითი 2.5-დუიმიანი მყარი დისკი. CoreBox i5-ის არსენალშია ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet და Wi-Fi 802.11ac უსადენო კავშირის ადაპტერი 2,4 და 5 გჰც სიხშირეების დიაპაზონის მხარდაჭერით. ყველა კონექტორი თავმოყრილია კორპუსის უკანა მხარეს, ესენია: აუდიო დრაივერი, მიკროფონის კონექტორი, ოთხი USB 3.0 პორტი, კონექტორი ქსელის სადენისთვის და ორი HDMI ინტერფეისი დისპლეისთან დაკავშირებითვის. მინი კომპიუტერის ფასი ამჟამად ცნობილი არ არის. https://bit.ly/2yVACHp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.