Magdalena Posted May 18, 2020 Posted May 18, 2020 კომპანია Tesla-მ, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, განსაზღვრა ორი პოტენციური რაიონი შეერთებულ შტატებში თავისი ახალი ქარხნის მშენებლობისთვის. კანდიდატებს შორის განიხილება ოსტინი (ტეხასის შტატი) და ტალსა (ოკლაჰომას შტატი). აღსანიშნავია, რომ Tesla-ს წარმომადგენლები გარკვეული პერიოდის წინ ტალსაში იყვნენ და გაეცნენ ხელმისაწვდომ ტერიტორიებს. მოკლედ, საბოლოო გადაწყვეტილება ქარხნის ასაშენებელი ტერიტორიის შესახებ ჯერ კიდევ მიღებული არ არის. ინტერნეტ-წყაროები ასევე აცხადებენ, რომ ახალი ქარხანა იქნება Tesla-ს ყველაზე დიდი საწარმო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, რომელშიც იგეგმება მოხდეს სრულიად ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის გამოშვების ორგანიზება. გარდა ამისა, ქარხანა დაკავდება კომპაქტური Model Y ქროსოვერების წარმოებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ Tesla-ს აშშ-ს ტეროტორიაზე ქარხანა უკვე აქვს ფრიმონტში (კალიფორნიის შტატი). ამ ქარხანაში იწარმოება ელექტრომობილები Model S, Model X და Model 3. დაწესებულებაში მომუშავე პირების რაოდენობა დაახლოებით 10 ათასია. გარდა ამისა, Tesla-ს ნევადას შტატში, რინოშიც აქვს ქარხანა, სადაც მზადდება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ლითიუმ-იონური ბატარეები და ძრავის კომპონენტები. ამ საწარმოში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 6500-ია. Tesla-ს კიდევ ერთი ქარხანა ფუნქციონირებს შანხაიში, ჩინეთში. და ბოლოს, მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს გერმანიის ტერიტორიაზე. https://bit.ly/2LD4POa Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.