Magdalena Posted May 16, 2020 Posted May 16, 2020 თითქმის 24 000 BTC (დაახლოებით 233 მლნ აშშ დოლარი ) გავიდა მომხმარებლების მიერ ბირჟებიდან 11 მაისის ჰალვინგის შემდეგ. ამგვარ მონაცემებს ასაჯაროვებს ანალიტიკური კომპანია Glassnode. ბირჟებიდან Bitcoin-ების გადინების ტენდენცია აპრილში დაიწყო, პროცესი შენელდა მხოლოდ ბლოკზე ჯილდოს განახევრების საათებში. აპრილში ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 25%-ით შემცირდა წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ტრაფიკი უმეტეს პლატფორმაზე. ამის ფონზე არაკასტოდიალურ დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ბრუნვამ 2020 წლის ოთხი თვის განმავლობაში 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა და თითქმის გაუტოლდა მთლიანი წინა წლის მაჩვენებელს. ადრე Glassnode-მა აღნიშნა, რომ წინა ჰალვინგის შემდეგ Bitcoin-ის ქსელის ძირითადი პარამეტრები მრავალჯერ გაიზარდა. მაგალითად, კრიპტოვალუტების მფლობელთა რაოდენობამ 30 მილიონს მიაღწია, რაც 234%-0ით მეტია 2016 წელთან შედარებით. https://bit.ly/3fQaCxE Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.