Magdalena Posted May 15, 2020 Posted May 15, 2020 Dell-მა გამოუშვა G5 15 SE ლეპტოპები უახლესი AMD Ryzen 4000 პროცესორებითა და Radeon RX გრაფიკული ადაპტერებით, რაც მათ აქცევს AMD-ის პროცესორების მქონე Dell-ის პირველ სრულფასოვან გეიმინგ ლეპტოპებად. 15.6-დუიმიანი Dell G5 15 SE (Special Edition) დაანონსდა ჯერ კიდევ CES 2020-ზე და მასში გამოყენებულია AMD-ის უახლესი აპარატული კომპონენტები. G5 15 SE ლეპტოპები წარმოდგენილია ვერცხლისფერში და შესანიშნავად გამოიყურება. მოწყობილობებს აქვთ 15.6-დუიმიანი ეკრანი და სრულზომიანი კლავიატურა განათებით. მოწყობილობაში წარმოდგენილია გაგრილების საიმედო სისტემა უკანა მხარეს დიდი ზომის ჭრილებით. Dell G5 15 SE გამოვა AMD Ryzen 4000 "Renoir" პროცესორის მხრივ სამ ვარიანტად: მობილური პროცესორი AMD Ryzen 5 4600H (6 ბირთვი, 12 ნაკადი - 3,0 გჰც / 4,0 გჰც); მობილური პროცესორი AMD Ryzen 7 4800H (8 ბირთვი, 16 ნაკადი - 2,9 გჰც / 4,2 გჰც); მობილური პროცესორი AMD Ryzen 9 4900H (8 ბირთვი, 16 ნაკადი- 3,3 გჰც / 4,4 გჰც). სამივე ვარიანტის TDP-ის დონე 45 ვატია. GPU-ის სახით გამოყენებულია დისკრეტული გრაფიკა AMD Radeon RX 5600M, რომელსაც აქვს გრაფიკული პროცესორი Navi 10 – 2304 ნაკადური პროცესორით, 6 გბ GDDR6 მეხსიერებით და მუშაობს 12 გბ/წმ სიჩქარით 192-ბიტიანი სალტით, უზრუნველყოფილია ჯამური სიჩქარე 288 გბ/წმ. Dell-ს არ მიუთითებია გრაფიკული პროცესორის ტაქტის სიხშირეები, თუმცა მან უნდა იმუშაოს 1200-1300 მჰც-ზე. დისპლეის ვარიანტები მოიცავს Full HD 1920 x 1080p გაფართოების პანელებს ფონური LED განათებით, კადრის განახლების სიხშირეა 60 ან 144 ჰერცი. სხვა ტექნიკური მახასიათებლებია 32 გბ-მდე (DDR4-3200) მეხსიერება, ასევე ერთი 1-ტერაბაიტიანი M.2 SSD ან ორი M.2 SSD – 512 გბ მოცულობით. ლეპტოპებში გამოყენებულია ბატარეის ორი ვერსია: ერთი ვარიანტი გახლავთ 3-ელემენტიანი 51 ვტ/სთ მოცულობის, მეორე კი - 4-ელემენტიანი 68 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა ადაპტერიდან 240-ვატიანი კვებით. Dell G5 15 SE ლეპტოპის საბაზისო კონფიგურაცია 2.5 კილოგრამს იწონის. დაკავშირებისთვის გამოიყენება: 1 USB 3.2 Gen 1, 1 USB-C - DisplayPort Alt რეჟიმით, HDMI 2.0, 1 miniDP, RJ45 LAN, SD ბარათის სლოტი და ყურსასმენის/მიკროფონის კონექტორი. აუდიო სისტემა წარმოდგენილია გეიმერული პროგრამული უზრუნველყოფა Nahimic 3D-თი, რაც განაპირობებს მაღალი ხარისხის ჟღერადობას და ქმნის 3D ეფექტს. კომპლექტში ასევე შედის ინტეგრირებული HD (720p) ვებ-კამერა. Dell G5 15 SE ლეპტოპები ხელმისაწვდომი გახდება 21 მაისიდან, მათი ფასები ჯერ უცნობია, თუმცა საბაზისო კონფიგურაცია სავარაუდოდ არანაკლებ 1000 აშშ დოლარი ეღირება. Dell G5 15 SE 5005-ის სრული მახასიათებლები: https://bit.ly/3fNiEax 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.