Magdalena Posted May 15, 2020 Posted May 15, 2020 კომპანია Intel-მა კორპორატიული სისტემების პროცესორების ასორტიმენტი შეავსო Comet Lake სერიის მოდელებით. კომპანიამ წარადგინა მეათე თაობის მობილური Core პროცესორები vPro-ს მხარდაჭერით, აგრეთვე მობილური და დეკსტოპ Xeon W-1200 ვერსიები. გარდა ამისა, გამოცხადდა გასულ თვეში წარდგენილ რომელ Comet Lake-S პროცესორებს ექნება vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის Intel-მა წარადგინა Core U სერიის ჩიპები (TDP 15 ვატი) vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერით. Core i5-10310U და Core i7-10610U პროცესორებს აქვთ 4 ბირთვი და 8 ნაკადი, მათი საბაზისო ტაქტის სიხშირეები კი 1,7 და 1,8 გჰც-ის ტოლია, შესაბამისად. ფლაგმანურ Core i7-10810U მოდელს აქვს 6 ბირთვი და 12 ნაკადი, მისი საბაზისო სიხშირეა მხოლოდ 1.1 გჰც. უფრო მაღალი წარმადობის მობილური სისტემებისთვის განკუთვნილია Core H სერიის ჩიპები vPro-ს მხარდაჭერით და Xeon W-1200M. მათ აქვთ 4, 6 ან 8 ბირთვი და ყველა მათგანს აქვს Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ამ პროცესორებს TDP-ის გაცილებით მაღალი - 45-ვატიანი დონე აქვთ, რაც უზრუნველყოფს 2,3-დან 2,8 გჰც-მდე გაზრდილ საბაზისო სიხშირეებს. Intel-მა განაცხადა, რომ ამ დრომდე წარდგენილი Comet Lake-S სერიის დეკსტოპ პროცესორების დიდ ნაწილს აქვს vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. საუბარი ეხება ათბირთვიან Core i9-ს, რვაბირთვიან Core i7-სა და ექვსბირთვიან Core i5-ს. vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე მეათე თაობის Core პროცესორების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. გარდა ამისა, საწყისი დონის სამუშაო სადგურებისთვის კომპანია Intel-მა წარადგინა Xeon W-1200 პროცესორები. არსობრივად ეს გახლავთ იგივე მეათე თაობის Core პროცესორები, თუმცა ECC კორექციის მხარდაჭერის მეხსიერებითა და ზოგიერთ მოდელში განსხვავებული TDP-ის დონით. Xeon W-1200 ჩიპებს აქვთ ექვსიდან ათამდე ბირთვი და Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ახალი ჩიპების საბაზისო სიხშირე ვარირებს 1,9-დან 4,1გჰც დიაპაზონში. ახალი Xeon იმუშავებს მხოლოდ Intel W480 სისტემური ლოგიკის მქონე დედა დაფებზე. Intel-ის თქმით vPro მხარდაჭერის მქონე ახალი თაობის პროცესორებს აქვთ უსაფრთხოების ინტეგრირებული პლატფორმა Hardware Shield, რომელიც უზრუნველყოფს შეტევისგან დაცვას BIOS-ის დონეზე. ასევე აღსანიშნავია Intel EMA (Endpoint Management Assistant) ტექნოლოგიის მხარდაჭერა დისტანციური ადმინისტრირებისთვის, რომელიც შედის Intel AMT-ის (Active Management Technology) შემადგენლობაში. https://bit.ly/3dCTN7k Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.