Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ლეგენდარულმა ტრეიდერმა და hedge-ფონდ Tudor Investment-ის დამფუძნებელმა პოლ ტიუდორ ჯონსმა თავის მომხმარებლებს გაუცხადა, რომ Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობას განიხილავს, როგორც დაზღვევას ცენტრალური ბანკების ამჟამინდელი პოლიტიკის წინააღმდეგ. ცენტრალური ბანკები ფულს ბეჭდავენ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. 

„იმისთვის, რომ მოხდეს მოგების მაქსიმიზირება, უნდა ფლობდეთ ყველაზე სწრაფ აქტივს. თუ ჩემი პროგნოზის მოსმენა გსურთ, მე ფსონს Bitcoin-ზე დავდებდი“ -  აღნიშნა ჯონსმა. 

მან მომხმარებლებს შესავაზა ჩართონ Bitcoin-ფიუჩერსები პორტფელში, თუმცა დაამატა, რომ მათი წილი არ იქნება რამდენიმე პროცენტზე მეტი. 

image.png 

ტიუდორ ჯონსმა შეისწავლა შესაძლო პოზიციები ოქროს, სახელმწიფო ობლიგაციების, ზოგიერთი აქციის, ვალუტისა და საქონლის კუთხით. მისი აზრით Bitcoin-ი დაგროვების საშუალებაა. მილიარდერი ამტკიცებს, რომ ატივმა გაიარა გამძლეობისა და საიმედოობის გამოცდა ოთხ კრიტერიუმში: მსყიდველობითი უნარი, ლიკვიდურობა, პორტატულობა და საიმედოობა. 

image.jpeg 

ტრეიდერმა Bitcoin-ი შეადარა ოქროს 1970-იან წლებში, როდესაც ინფლაციამ ამერიკული ბაზრები მოიცვა. 

მან პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირება მოახდინა 2017 წელს და ისტორიული მაქსიმუმის სიახლოვეზე მყოფ პოზიციაზე გამოვიდა. 

„ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი Bitcoin-ის შეძენის სასარგებლოდ გახლავთ ვალუტის გაციფრულება“. 

image.jpeg 

  • Like 1
Posted

ძალიან კარგი ანალიზი დადო ჯონსმა. ორიგინალში ვისაც აინტერესებს, აქაა: https://www.docdroid.net/H1fuimX/the-great-monetary-inflation-pdf

და ასევე კიდევ ერთი ძალიან კარგი ანალიზი Global Macro Investor-ისგან: https://drive.google.com/file/d/1nWQVpbyeVqwB1qHHVXs1G19b9_iUvrX9/view?_hsenc=p2ANqtz-9g1dT8cUCnBuLcWc1euoHDZHkH74D1cj579cYkr2tWvz7WMGhN85xPda6Yy_AjcvZxXbD1fhPXo56EIoWRR4l0xKs_kA&_hsmi=86574321

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.