Magdalena Posted May 9, 2020 Posted May 9, 2020 Xbox-ის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა შემდეგი შეტყობინება: „ყოველი თამაში, რომელსაც ხვალ Inside Xbox-ზე იხილავთ, ოპტიმიზირებული იქნება Xbox Series X-ისთვის. სპოილერები - თქვენ ხშირად დაინახავთ ამ ნიშანს“. მაშ ასე, ცნობილია ჩამონათვალიდან პირველი ცამეტი თამაში: Assassin’s Creed Valhalla (Ubisoft) Bright Memory Infinite (FYQD-Studio) Call of the Sea (Out of the Blue) Chorus (Deep Silver Fishlabs) DiRT 5 (Codemasters) Madden NFL 21 (EA Tiburon) Scarlet Nexus (Bandai Namco Entertainment) Scorn (Ebb Software) Second Extinction (Systemic Reaction) The Ascent (Neon Giant) The Medium (Bloober Team) Vampire: The Masquerade – Bloodlines 2 (Hardsuit Labs) Yakuza: Like a Dragon (Ryu Ga Gotoku Studio) წარმოდგენილი ლოგოტიპი, რომელიც კიდევ უამრავ გაუხმაურებელ პროექტში ფიგურირებს, იმაზე მიგვითითებს, რომ დეველოპერებმა განახორციელეს აუცილებელი ოპტიმიზაცია თამაშების სიჩქარის გაუმჯობესებისთვის კონსოლის მაქსიმალურ სიმძლავრემდე, რაც 12 TFLOPS-ს შეადგენს. ოპტიმიზაციაში მოიაზრება 4K ფორმატის მხარდაჭერა, 120 კადრამდე სიჩქარე, აპარატული რეითრეისინგი და სწრაფი NVMe ჩატვირთვა. ამჟამად სტუდიების კოლოსალური რაოდენობაა ჩართული სამომავლო Title-ებზე მუშაობაში, რომლებმაც Microsoft-ის ჩანაფიქრის მიხედვით კარგად უნდა გაყიდოს Series X გამოშვებისთანავე. ახალი კონსოლის გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოსკენ, არსებული ცნობებით XBSX სერიოზულ კონკურენციას გაუწევს PS5ს. https://bit.ly/2Wh66AB 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.