Jump to content

Recommended Posts

Posted

ხელმისაწვდომია საინტერესო სიახლე - პორტატული მონიტორი Desklab, რომელიც, როგორც მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი მოწყობილობაა თავის კატეგორიაში. 

image.jpeg 

მონიტორის მატრიცა 4K ფორმატისაა: გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს, დისპლეის ზომაა 15.6 დუიმი დიაგონალზე. სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/2, კონტრასტულობა - 1200:1. ხედვის კუთხე 178 გრადუსს აღწევს.  

მონიტორ Desklab-ს  სენსორული მართვის მხარდაჭერა აქვს. ამასან დისპლეიზე ზემოქმედება შესაძლებელია როგორც თითთ, ასევე სპეციალური ელექტრონული ფანქრის მეშვეობით. ეს უკანასკნელი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მონიტორი გრაფიკული პლანშეტის სახით გამოიყენოს. 

მაგნიტური სადგამი საშუალებას იძლევა მონიტორი მოსახერხებელი კუხით განავსდეს. იგი ეკრანს ასევე იცავს ტრანსპორტირების დროს დაზიანებისგან. 

თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხელს უწყობს ტექნოლოგიები Low Flicker და Low Blue Light: პირველი მათგანი აღმოფხვრის ციმციმს, მეორე კი ამცირებს ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობას და მომხმარებელს იცავს მისი ზეგავლენის გვერდითი ეფექტებისგან. 

image.jpeg 

მონიტორი აღჭურვილია სტერეო დინამიკებით, აქვს ინტერფეისები USB Type-C, mini HDMI და Micro-USB. მოწყობილობა 595 გრამს იწონის.  

მონიტორის გამოყენება შესაძლებელია ალბომისა და პორტრეტის რეჟიმებში. ინტეგრირებული აკუმულატორი უზრუნველყოფს კვებას ქსელის გარეშე და საშუალებას იძლევა დაიმუხტოს სხვა გაჯეტები 

Desklab-ის შეძენა ამჟამად შესაძლებელია 399 აშშ დოლარად. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.