Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ჩინური კომპიტერული პორტალი HKEPC წერს, რომ კომპანია AMD გეგმავს ერთბირთვიანი ოთხნაკადიანი SMT4 ტექნოლოგიის რეალიზებას თავის პროცესორებში. გასულ წელს AMD-მ გამოუშვა 7-ნანომეტრიანი Zen 2. სერიის თავშია მეორე თაობის 64-ბირთვიანი EPYC და Ryzen Threadripper პროცესორები. 3990X მოდელის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ AMD აპირებდა ერთბირთვიანი ოთხნაკადიანი SMT4 ტექნოლოგიის გამოყენებას Zen 3 არქიტექტურაში, თუმცა ეს ცნობები უარყოფილ იქნა. 

AMD-ის გეგმის თანახმად Zen 3 არქიტექტურა მზადაა. დადასტურდა, რომ ახალი არქიტექტურის პროცესორები მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. არქიტეტურა Zen 4, რომელიც მეოთხე თაობის სერვერული EPYC-პროცესორების საფუძველი გახდება, ამჟამად შემუშავების სტადიაშია. 

უახლესი ინფორმაციის მიხედვით AMD გეგმავს ოთხნაკადიანი SMT4 ტექნოლოგიის დანერგვას პროცესორებში, თუმცა იგი გამოჩნდება მომდევნო Zen 4 არქიტექტურის მოდელებში. ჯერჯერობით დაუდასტურებელი გეგმის თანახმად ჩანს, რომ კომპანია SMT4 ტექნოლოგიის რეალიზებას Zen 4 Genoa ჩიპებში აპირებს. თუკი SMT4 ნამდვილად რეალიზდება, 64-ბირთვიანი EPYC-პროცესორი 256 ნაკადს მიიღებს. ამჟამად AMD-ის პროცესორებში გამოყენებულია ერთბირთვიანი SMT2 ტექნოლოგია და წარმადობის ზრდა დაახლოებით 20-30%-ია. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: hkepc.com 

მოცემული ინფორმაცია ჯერჯერობით კომპანიის მიერ დადასტურებლი არ არის. ზუსტი ცნობები გამოცხადდება მას შემდეგ, რაც AMD ოფიციალურად გამოუშვებს Zen 4-ს 2022 წელს. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.