Magdalena Posted May 2, 2020 Posted May 2, 2020 ინტერნეტ-მომხმარებლების ორი მესამედი ეთანხმება ციფრული აქტივების დაბეგვრას - მოწმობს სამხრეთკორეული საფულე Childly-ის გამოკითხვის შედეგები, ნათქვამია პრეს-რელიზში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 5750-მა მომხმარებელმა მთელი მსოფლიოდან. გამოკითხვის შედეგად ჩანს, რომ რესპონდენტების 48% თვლის: ციფრული აქტივები აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს დაბეგვრას, 18% კი მხარს უჭერს ბეგარის დაკისრებას „მისაღებ დონეზე“. მხარდაჭერის ასეთი მაღალი დონე Childly-ში განმარტეს მომხმარებელთა მხრიდან ციფრული ვალუტების სრული რეგულირებისა და ლეგალიზაციის მოლოდინით. გამოკითხულთა 9%-მა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ამ საკითხზე საუბარი, 11-მა პროცენტმა კი უარი განაცხადა ციფრული აქტივების დაბეგვრაზე. 14%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა. შეგახსენებთ, რომ The Economist- ის ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად საზოგადოებაში კრიპტოვალუტების ცნობადობა იზრდება, ხოლო 26% ენდობა მათ. https://bit.ly/2SsLGSJ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.