Jump to content

Recommended Posts

Posted

ბირჟებს შორის გაცვლილი Bitcoin-ის ჯამური მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 15 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც თიქმის ორჯერ მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით - ნათქვამია Crystal Blockchain-ის კვლევაში. 

გასული წლის ამავე პერიოდში ბირჟებს შორის გაცვლილი Bitcoin-ტრანზაქციების მოცულობა 8.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. 

კვლევის ანგარიშის მოსამზადებლად მკვლევარებმა გააანალიზეს ტრანზაქციების ისტორია მსოფლიოს 70 ქვეყნის 436 ბირჟას შორის 2013 წლიდან 2020 წლის პირველ კვარტლამდე პერიოდში. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიცვალა Bitcoin-ბაზარი კრიპტობირჟების რეგულირების სამ პერიოდში. მკვლევარებს ასევე სურდათ განესაზღვრათ მისი რეაქცია ისეთ გარე ფაქტორებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური არასტაბილურობა და გამკაცრებული რეგულაციები. 

image.jpeg 

მას შემდეგ, რაც „დიდი ოცეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტების ბაზარზე გამოყენებული იქნება FATF-ის სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე დირექტივა ფულის გათეთრების წინააღმდეგ -  Crystal Blockchain-ის გუნდი თავის ანგარიშში კონცენტრირდა ზემოთხსენებულ ქვეყნებს შორის მიმდინარე ტრანზაქციებზე. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე საკვანძო დასკვნას ანგარიშიდან: 

2020 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ყველაზე მეტი ირჟა დარეგისტრირდა დიდ ბრიტანეთში, ჰონგ კონგში, სინგაპურსა და აშშ-ში. 

გამოკითხული გლობალური ბირჟების თითქმის 17,7%-ს არ აქვს იურისდიქცია, ან ეს ინფორმაცია არ არის საყოველაოდ ხელმისაწვდომი. 

2020 წლის პირველ კვარტალში ბირჟებს შორის პირდაპირ გადაგზავნილი Bitcoin-ის საერთო მოცულობამ 15 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია წინა წლის იმავე პერიოდან შედარებით. 

2020 წლის პირველ კვარტალში სეიშელის კუნძულებზე მოდიოდა Bitcoin-ის გაცვლის საერთო მოცულობის 37%, რაც იმით არის განპრობებული, რომ აქ მთელი რიგი ცნობილი ბირჟებია რეგისტრირებული. 

ამ მონაცემებისა და სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია Bitcoin Flows Analytics-ზე. 

The Block-ისა და Blockchain Association-ის კვლევების თანახმად კრიპტოვალუტების სივრცეში თანამშრომლების 85%-ზე მეტი მუშაობს კომპანიებში, რომლებიც კონცენტრირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე: ბირჟები, წარმოება და მაინინგი. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.