Jump to content

Recommended Posts

Posted

The Block-ის ანალიტიკოსმა ლარი ჩერმაკმა გააანალიზა 20 წამყვანი კრიპტოსავალუტო ბირჟის სავაჭრო საკომისიები, რათა განესაზღვრა რომელია მომხმარებლებისთვის ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე იაფი მათგანი. 

ბირჟები მოსაკრებელს იღებენ გამყიდველებისა (მეიქერები) და მყიდველებისგან (თეიქერები). ამ უკანასკნელებზე დაკისრებული საკომისიო უმეტესად მაღალია, გამყიდველებს კი ხშირად საერთოდ არ ეკისრება საკომისიო - აცხადებს ანალიტიკოსი.  

ბირჟები, როგორც წესი, მოსაკრებლის ოდენობას აწესებენ მომხმარებლის წინა თვის სავაჭრო ბრუნვის მიხედვით. ზოგიერთ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ფასდაკლებები საკომისიოზე იმის მიხედვით, თუ რა მოცულობიაა დეპოზიტი საბირჟო ტოკენებში. 

ყველა შესაძლო ფაქტორის გათვალსიწინებით ჯამში ყველაზე იაფი ბირჟები აღმონდა Binance US, FTX, OKCoin და Poloniex. 

საცალო ტრეიდერებისთვის (თვეში 10 ათას აშშ დოლარიანი მოცულობის ბრუნვა) მოსაკრებლის მხრივ ყველაზე მომგებიანია პლატფორმა FTX. Coinbase, bitFlyer EU, Bitstamp და Gemini კი აღმოჩნდნენ ყველაზე ძვირადღირებული ბირჟები ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის. 

image.png 

ვითარება განსხვავებულია სხვა კატეგორიის ტრეიდერებისთვის. ანალიტიკოსმა გამოყო კიდევ სამი ყოველთვიური სავაჭრო მოცულობა: 1 მლნ აშშ დოლარი, 10 მლნ აშშ დოლარი და 100 მლნ აშშ დოლარი (ინსტიტუციონალური დონე). ამ უკანასკნელთათავის Coinbase და Gemini უკვე არ წარმოადგენს ძვირადღირებული მოსაკრებლის მქონე ბირჟებს. 

ბირჟა ItBit ერთადერთია, რომელიც ყველა დონის მყიდველებს სთავაზობს ფასდაკლებას, გამყიდველებისთვის კი იგი ერთ-ერი ყველაზე ძვირადღირებულია ყველა კატეგორიაში. 

image.png 

ბირჟების საკომისიოს ჩამონათვალი იაფიდან  (1) ძვირისკენ (20) 

დრე ჩერმაკმა გააანალიზა ბირჟებზე ლიკვიდურობის სიღრმე. მისი დონე USD/BTC წყვილში ყველაზე მაღალი აღმჩნდა Bitfinex-ის შემთხვევაში, მას მოსდევდა Kraken და Bitstamp. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.