Magdalena Posted April 24, 2020 Posted April 24, 2020 მიუხედავად იმისა, რომ უკვე აპრილის ბოლო პერიოდია, Valve-მ გადაწყვიტა შეაჯამოს მარტის შედეგები და გამოაქვეყნა გასული თვის საუკეთესო ახალი თამაშების ოცეული. ამაში პარადოქსული არაფერია: საქმე ის არის, რომ თვის საუკეთესო თამაშებში Valve მოიაზრებს თამაშებს, რომელთაც ყველაზე მეტი შემოსავალი აქვთ გამოშვებიდან ორ კვირაში. ოცეულში შესული თამაშების დიდი ნაწილი მარტის ბოლოს გამოვიდა - სწორედ ამან განაპირობა ჩამონათვალის წარდგენის შეყოვნება. მოკლედ, ლიდერთა ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება (თამაშები დალაგებულია ამჯერად არა შემოსავლის, არამედ გამოსვლის თარიღის მიხედვით - რაც უფრო გვიან გამოვიდა თამაში, მით უფრო ქვემოთაა ჩამონათვალში): Black Mesa; Yes, Your Grace; Avorion; Ori and the Will of the Wisps; DJMAX RESPECT V; Borderlands 3; Granblue Fantasy Versus; State of Decay 2 Juggernaut Edition; AI*Shoujo/AI*少女; DOOM Eternal; Panzer Corps 2; Half-Life Alyx; The Legend of Heroes Trails of Cold Steel III; Bright Memory; Idle Champions of the Forgotten Realms; Last Oasis; One Piece Pirate Warriors 4; One Step From Eden; Biped; Mount & Blade II Bannerlord. რადგანაც მარტის ყველა რელიზი ფასიანი თამაში იყო, Valve-მ დაამატა მინი-ტოპ უფასო თამაშები: Bombergrounds Battle Royale; Walking Simulator; Rakion Chaos Force; Super Bernie World; Idle Champions of the Forgotten Realms. საინტერესო სტატისტიკა: Steam-ზე მარტში გამოსული თამაშების თითქმის ნახევარი წინა სერიების გაგრძელებაა, ისინი შეიქმნა თოთხმეტ სხვადასხვა ქვეყნაში. რვა თამაში ან გამოვიდა ადრეული წვდომით, ან შეისყიდეს ისინი და იქცნენ სრულფასოვან რელიზებად. https://overclockers.ru/softnews/show/102935/black-mesa-doom-eternal-mount-blade-ii-i-half-life-alyx-popali-v-dvadcatku-luchshih-novinok-steam-za-mart
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.