Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Honor-მა დააანონსა სმარტფონი Honor 30, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ხელმისაწვდომ ფლაგმანად ითვლება. მახასიათებლების ნაწილი მას მოწინავე მოდელების მსგავსი აქვს, თუმცა მოწყობილობა კომპრომისებს ვერ ასცდა. 

image.png 

სმარტფონს ბრტყელი OLED-ეკრანი აქვს, რომლის გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება, დიაგონალი კი 6.53 დუიმია. დისპლეიზე ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, მარცხენა კუთხეში კი მოცემულია ჭრილი, სადაც განთავსებულია სელფი კამერა. უკანა პანელზე მოცემულია ძირითადი კამერის მოდულები და წარწერა “HONOR”. სმარტფონს არ აქვს ყურსასმენის კონექტორი, სამაგიეროდ აქვს სლოტი NM ბარათისვის. კორპუსის ზომებია 160,3 х 74,2 х 8,1, წონა - 185 გრამი. 

Honor 30-ში გვხვდება ახალი მობილური პროცესორი Kirin 985, რომლის პრემიერა სულ ახლახანს შედგა. იგი დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და აქვს ინტეგრირებული მოდემი 5G სტანდარტის ქსელში მუშაობის მხარდასაჭერად. ბირთვების კონფიგურაცია ასეთია: ერთი ბირთვი Cortex-A76 სიხშირით 2,58 გჰც, სამი ირთვი Cortex-A76 სიხშირით 2,4 გჰც, ასევე ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55 სიხშირით - 1.84 გჰც. გრაფიკაზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი Mali-G77. მოწყობილობას ასევე გააჩნია გამოსახულების დამუშავების ახალი პროცესორი Kirin ISP 5.0. 

image.png 

სმარტფონის ბატარეის მოცულოაა 4000 მა/სთ, აქვს 40-ვატიანი სადენიანი დატენვის მხარდაჭერა. ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Android 10, ასევე Magic UI 3.1 და HMS სერვისები. მოწყობილობაში ხელმისაწვდომია USB-C, Bluetooth 5.1, Wi-Fi და GPS. 

უკანა პანელზე განთავსებულია 40-მეგაპიქსელიანი კამერა RYYB ტექნოლოგიით და 8-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ხუთმაგი ზუმით ხარისხის დაკარგვის გარეშე. ფრონტალური კამერა 32-მეგაპიქსელიანია. ორივე კამერას შეუძლია 4K UHD ხარისხის ვიდეოს ჩაწერა, ძირითადი კამერის სიჩქარეა 60 კადრი წამში. 

image.png 

Honor 30-ს შესაძლებელია ეწოდოს ხელმისაწვდომი ფლაგმანი. იგი გაიყიდება 21 აპრილიდან. გამოვა თეთრი, მწვანე, შავი, იისფერი და ვერცხლისფერი მოდელები. 8/128 გბ მეხსიერების მქონე სმარტფონის ფასი 450 აშშ დოლარია, გაორმაგებული მეხსიერების მქონე ვერსია კი გაიყიდება 495 აშშ დოლარად. ასევე ხელმისაწვდომია საბაზისო ვერსია 6/128 გბ მეხსირებით - მისი ფასი 425 აშშ დოლარი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.