Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-ის მაინინგისთვის გაკუთვნილი აღჭურვილობების მწარმოებელმა კომპანია Bitmain-მა განაცხადა, რომ ნაწილობრივ კომპენსაციას მიიებენ ის მომხმარებლები, რომლებმაც AntMiner S17+ და T17+ მოდელებზე შეკვეთები გააფორმეს ფასის მცირე ხნის წინანდელ შემცირებამდე. 

კომპენსაციის თანხა, რომელიც ვაუჩერების სახით იქნება წრმოდგენილი, შეადგენს 17-დან 272 აშშ დოლარამდე და დამოკიდებული იქნება მიწოდების ვადაზე - თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში. 

image.jpeg 

მაგალიად, მომხმარებლები, რომლებმაც წინასწარი შეკვეთები გააფორმეს AntMiner S17+,-ზე, შეძლებენ მიიღონ 240 აშშ დოლარიანი ვაუჩერი. ისინი კი, ვინც უკვე მიიღო AntMiner S17+, აპრილის განმავლობაში, კომპენსაციის სახით 270 აშშ დოლარს მიიღებენ. 

ვაუჩერების დახარჯვა შესაძლებელი იქნება მომდევნო შენაძენზე. 

Bitmain-ის ეს ნაბიჯი მიგვითიებს ბაზრის რთულ პირობებზე მაინინგ-აღჭურვილობის გამყიდველებისთვის, რომლებსაც დიდი ალბათობით შეუმცირდებათ შემოსავალი და გაეზრდებათ ვალდებულებები. 

როგორც წესი, Bitmain თავის ახალ მოდელებს წინასწარი შეკვეთებით ყიდის. მომხმარებლები იხდიან მოწყობილობის სრულ ფასს და მა ებენ 2-3 თვეში. 

ბაზრის მცირე ნის წინანდელი ვარდნისა და მაისის ჰალვინგის შემდეგ მაინერების შემოსავლიანობის სავარაუდო  კლების გათვალისწინებით კომპანიამ ფასები ეამცირა მოწყობილობებზე, მათ შორის იმ მოდელებზეც, რომლებზეც უკვე გაფორმებული იყო წინასწარი შეკვეთები. აპრილის დასაწყისში Bitmain AntMiner S17+-ს ყიდიდა 1567 აშშ დოლარად, თუმცა რესელერებში ამ მოდელის ნახვა 1300 აშშ დოლარად იყო შესაძლებელი. 

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მაინინგ-აღჭურვილობების სხვა მწარმოებლებმა. ჩინური დისტრიბუტორი MicroBT მოწყობილობა WhatsMiner M30S-ს მარტის დასაწყისში 2500 აშშ დოლარად ყიდიდა, თვის მეორე ნახევარში კი ფასი 2000 აშშ დოლარამდე დაწია. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.