Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ცნობილია, კომპანია Samsung იმედოვნებს, რომ 2022 წელს დაიწყებს კრისტალების წარმოებას 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის საფუძველზე, ამასთან გაუმჯობესდება თავად ტრანზისტორების აგების ტექნოლოგია. კომპანია უკვე მუშაობს თავის ახალ ტექნოლოგია Gate-All-Around FET-ზე, რომლის მეშვეობით უკეთ უნდა გაკონტროლდეს ტრანზისტორების არხი და აღმოიფხვრას ძაბვის გაჟნვა მცირე ზომის კვანძებში.  

კომპანიამ ამამად ისაუბრა ახალი ტექნოლოგია Multi Bridge Channel FET-ის გარკეული განსაკუთრეული მახასიათებლების შესახებ, რომლის რეალიზაცია იგეგმება უახლეს 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. რესურს Hardwareluxx-ის წყალობით ცნობილი გახდა MBCFET ტექნოლოგიის შესახებ გარკვეული ინფორმაცია. 

image.png 

image.png 

პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს ის არის, რომ MCBFET ტექნოლოგია არის GAAFET-ის ნაწილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი არის არა ერთი პროდუქტი, არამედ მოცემულ ტექნოლოგიაზე დამყარებული კონცეფციების მთელი სისტემა. MCBFET-ის წარმადობას რაც შეეხება, Samsung-ი ამტკიცებს, რომ ხსენებულ ტექნოლოგიაზე დამყარებული პროდუქტები 50 %-ით უფრო ენერგოეფექტურია და 30 %-ით მეტი წარმადობის მქონე. თანაც ჩიპების წყობა უფრო მჭიდროა და კომპანია პროგნოზირებს, რომ ერთ ტრანზისტორს 45%-ით ნაკლები სივრცე დასჭირდება. უცნობია კონკრეტულად რომელი 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით მოხდა ეს შედარება, შესაძლოა ეს იყოს Samsung-ის FinFET-ტექნოპროცესი. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ტრანზისტორები ერთიმეორეზე დაეწყოს, რისი წყალობით შესაძლებელი ხდება ჩვეულებრივ FinFET-თან შედარებით გაცილებით ნაკლები ადგილის გამოყენება. ის ფაქტი, რომ MCBFET-ით  ტრანზისტორების სიგანე მოქნილი ხდება, ნიშნავს, რომ ტრანზისტორების ჯამური ზომა შესაძლოა იყოს იმდენად ფართო, რამდენადაც ეს ჩიპის დიზაინისთვის იქნება საჭირო ნებისმიერ შემხვევაში, მათ შორის დაბალი ენერგომოხმარებისა და მაღალი წარმადობის პირობებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.