Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია LG-მ გასულ თვეში განაცხადა, რომ აპირებ G ხაზის დახურვას, რომლის ფარგლებში თითქმის ათი წლის მანძილე უშვებდა ფლაგმანურ სმარტფონებს. ამ სერიაში პირველი გახლდათ LG Optimus G, ბოლო კი - LG G8 ThinQ. ამჟამად სამხრეთკორეულმა კომპანიამ დააანონსა მოდელების ახალი სერია. მას ეწოდება LG Velvet, მსგავსი სახელწოდების პირველი სმარტფონის პრეზენტაცია კი შედგება მიმდინარე წლის 15 მაისს. 

image.png 

სმარტფონის მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა პირველი ოფიციალური რენდერების მეშვეობი შესაძლებელია ახალი მოწყობილობის დიზაინის შეფასება. LG Velvet-ის დისპლეის გვერდების შეფარდებაა 21:9, აქვ გვერდებზე გადასული ეკრანი და მრგვალი ჭრილი მარცხენა ზედა კუთხეში ფრონტალური კამერის ქვეშ. 

სმარტფონის დიზაინს სრულიად უნიკალურს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ბაზარზე არსებული მოწყობილობებისგან გარკვეულწილად მაინც განსხვავებულია. მარჯვენა მხარეს განავსებულია მხოლოდ კვების ღილაკი, მარცხენა მხარეს კი მოცემულია ღილაკები ხმის მართვისა და ხმოვანი ასისტენტის გამოძახებისთვი. 

image.png 

LG Velvet-ს აქვს ThinQ AI ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა. უკანა პანელზე განთავსებული სამი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა. სენსორების პარამეტრები უცნობია, თუმცა შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება დღესდღეობით არსებული ყველაზე უნრსალური ნაკრები: ფართოკუთხიანი მოდული, ძირიადი მოდული და ტელეობიექტივი. კამერის ქვეშ მოცემულია ფლეშ-განათება. 

The Verge-ის მონაცემების თანახმად LG Velvet-ს ექნება 7-ნანომეტრიანი მობილური პროცესორი Snapdragon 765G. მა აქვს 1.8-2.4 გჰც სიხშირის მქონე ბირთვები, გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 620 და მოდემი X52 მეხუე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერისთვის. 

image.png 

წინასწარი მონაცემებით სმარტფონი გაიყიდება დაახლოებით 700 აშშ დოლარად. ხელმისაწვდომი იქნება ლურჯი, იისფერი, ვერცხლისფერი, შავი და წითელი მოდელები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.