Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტოვალუტების მოპოვება უკვე აღარ არის რიგით პირველი ემა, თუმცა თავად იდეა არსად გამქრალა და შესაძოა თავიდან ღდგეს და ტრანსფორმირდეს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მხარდაჭერისთვის. ერთი წლის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ დაიწყო ციფრული ფულის მოპოვების სფეროს რეგულირება და განისაზღვრა ბლოკჩეინის განვითარების კურსი. ამ საკითხთან კავშირში საინტერესოა აღინიშნოს გავრცელებული ცნობები, რომ კომპანია SMIC-მა შესაძლოა დაიწყოს ASIC-ების გამოშვება კრიპტოვალუტების მაინინგისთვის. 

image.jpeg 

ინტერნეტ-რესურს Laoyaoba-ს მონაცემებით ჩინეთის ნახევრადგამტარი პროდუქტების უმსხვილესმა საკონტრაქტო მწარმოებელმა კომპანია SMIC-მა დაასრულა ტესტირება და მასობრივი გამოშვებისთვის მოამზადა კომპანია Canaan Technology-ს 14-ნანომეტრიანი ASIC. გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ცნობა, რომ Canaan Technology-მ გამოსაშვებად დაჯავშნა TSMC-ის სამომავლო 5-ნანომეტრიანი ხაზის ნაწილი. ცხადია, რომ SMIC-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს წარმოების ხარჯების დაზოგვას, თუმცა ენერგოეფექტურობისა და წარმადობის თვალსაზრისით SMIC-ის 14-ნანომეტრიანი პროდუქცია ჩამორჩება TSMC-ის 5-ნანომეტრიან პროდუქტებს. 

TSMC კომპანია Canaan-ის შეკვეთების დამზადებას წლის მეორე ნახევარში დაიწყებს, SMIC კი მზად არის მასობრივი წარმოება მიმდინარე კვარტალშივე დაიწყოს. მიიჩნევა, რომ Canaan-ის FinFET-ტრანზისტორებზე არსებული 14-ნანომეტრიანი ჩიპი ოპტიმიზებული იქნება Altcoin-ების მოპოვებაზე. 2020 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს 14-ნანომეტრიანი ჩიპების მქონე სქემების წარმოება თვეში 4 ათასიდან 15 ათას ერთეულამდე გაზარდოს. 

კიდევ ერთი საინტერესო ცნობა ეხება SMIC-ისა და HiSilicon-ის თანამშრომლობას. გასული წლის შემოდგომაზე ვრცელდებოდა ცნობები, რომ Huawei შეკვეთების ნაწილს TSMC-დან SMIC-ზე გადაიტანდა. ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სმარტფონ Honor Play 4T-ის ერთ-ერთი ვარიანტი დამყარებული იქნება 14-ნანომეტრიან Kirin 710A პროესორზე. ეს პროცესორი იქნება HiSilicon-ისა და SMIC-ის ერთობლივი საქმიანობის პირველი ნაყოფი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ SMIC ავიდა საშუალო დონეზე, 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ათვისება კი მის წარმატებას გაამყარებს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.