Magdalena Posted April 13, 2020 Posted April 13, 2020 კრიპტოვალუტების მოპოვება უკვე აღარ არის რიგით პირველი თემა, თუმცა თავად იდეა არსად გამქრალა და შესაძლოა თავიდან აღდგეს და ტრანსფორმირდეს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მხარდაჭერისთვის. ერთი წლის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ დაიწყო ციფრული ფულის მოპოვების სფეროს რეგულირება და განისაზღვრა ბლოკჩეინის განვითარების კურსი. ამ საკითხთან კავშირში საინტერესოა აღინიშნოს გავრცელებული ცნობები, რომ კომპანია SMIC-მა შესაძლოა დაიწყოს ASIC-ების გამოშვება კრიპტოვალუტების მაინინგისთვის. ინტერნეტ-რესურს Laoyaoba-ს მონაცემებით ჩინეთის ნახევრადგამტარი პროდუქტების უმსხვილესმა საკონტრაქტო მწარმოებელმა კომპანია SMIC-მა დაასრულა ტესტირება და მასობრივი გამოშვებისთვის მოამზადა კომპანია Canaan Technology-ს 14-ნანომეტრიანი ASIC. გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ცნობა, რომ Canaan Technology-მ გამოსაშვებად დაჯავშნა TSMC-ის სამომავლო 5-ნანომეტრიანი ხაზის ნაწილი. ცხადია, რომ SMIC-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს წარმოების ხარჯების დაზოგვას, თუმცა ენერგოეფექტურობისა და წარმადობის თვალსაზრისით SMIC-ის 14-ნანომეტრიანი პროდუქცია ჩამორჩება TSMC-ის 5-ნანომეტრიან პროდუქტებს. TSMC კომპანია Canaan-ის შეკვეთების დამზადებას წლის მეორე ნახევარში დაიწყებს, SMIC კი მზად არის მასობრივი წარმოება მიმდინარე კვარტალშივე დაიწყოს. მიიჩნევა, რომ Canaan-ის FinFET-ტრანზისტორებზე არსებული 14-ნანომეტრიანი ჩიპი ოპტიმიზებული იქნება Altcoin-ების მოპოვებაზე. 2020 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს 14-ნანომეტრიანი ჩიპების მქონე სქემების წარმოება თვეში 4 ათასიდან 15 ათას ერთეულამდე გაზარდოს. კიდევ ერთი საინტერესო ცნობა ეხება SMIC-ისა და HiSilicon-ის თანამშრომლობას. გასული წლის შემოდგომაზე ვრცელდებოდა ცნობები, რომ Huawei შეკვეთების ნაწილს TSMC-დან SMIC-ზე გადაიტანდა. ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სმარტფონ Honor Play 4T-ის ერთ-ერთი ვარიანტი დამყარებული იქნება 14-ნანომეტრიან Kirin 710A პროცესორზე. ეს პროცესორი იქნება HiSilicon-ისა და SMIC-ის ერთობლივი საქმიანობის პირველი ნაყოფი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ SMIC ავიდა საშუალო დონეზე, 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ათვისება კი მის წარმატებას გაამყარებს. https://3dnews.ru/1008194 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.