Magdalena Posted April 10, 2020 Posted April 10, 2020 კრიპტოინდუსტრიის ოთხი წარმომადგენელი მოხვდა Forbes-ის მილიარდერების ახალ რეიტინგში. ჩამონათვალს ლიდერობს Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი, რომლის აქტივები შეფასებულია 113 მლრდ აშშ დოლარად. მას მოსდევს Microsoft-ის დამფუძნებელი 98 მლრდ აშშ დოლარით, შემდეგ ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო (76 მლრდ აშშ დოლარი) და 89 წლის ინვესტორი და Bitcoin-ის კრიტიკოსი უორენ ბაფეტი 67.5 მლრდ აშშ დოლარით. 2095 მილიარდერისგან შემდგარ რეიტინგში მოხვდა კრიპტოინდუსტრიის ოთხი წარმომადგენელი: ჩინური მაინინგ-გიგანტ Bitmain-ის თანადამფუძნებლები - Micree Zhan (3.2 მლრდ აშშ დოლარი) და Jihan Wu (1.8 მლრდ აშშ დოლარი); Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი (2.6 მლრდ აშშ დოლარი); Coinbase-ის ხელმძღვანელი ბრაიან არმსტრონგი (1 მლრდ აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ ConsenSys-ის დამფუძნებელი Joe Lubin და ბირჟა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი Changpeng Zhao, რომლებიც 2018 წელს იყვნენ კრიპტოინდუსტრიის უმდიდრესი წარმომადგენლების რეიტინგში. იმ დროს Lubin-ის მდგომარეობა ფასდებოდა 1-5 მლრდ აშშ დოლარით, Zhao-სი კი - 1,1-2 მლრდ აშშ დოლარით. https://forklog.com/v-rejtinge-milliarderov-forbes-2020-okazalis-chetyre-predstavitelya-bitkoin-industrii/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.