Magdalena Posted April 10, 2020 Posted April 10, 2020 კომპანია Huawei-მ დაპირების თანახმად დააანონსა ფლაგმანური ტელევიზორი Smart Screen X65, რომელზეც წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, ფაქტობრივი მიწოდება კი დაიწყება 26 აპრილიდან. ტელევიზორს 65-დუიმიანი 4K OLED დისპლეი აქვს გაფართოებით 3840 × 2160 პიქსელი. მხარდაჭერილია 98 %-იანი NTSC ფერთა გამა. კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცია, მაქსიმალური სიკაშკაშე კი - 950 კდ/მ2. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. პანელს HDR10-ის მხარდაჭერა აქვს და TÜV Rheinland სერტიფიკაცია - ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული სტანდარტიზაციის ინსტიტუტი, რომელმაც შეიმუშავა მთელი რიგი ტესტები, რომლებითაც იზომება ლურჯი განათების გამოსხივება და დისპლეის ციმციმის სიხშირე. ტელევიზორი აღჭურვილია მოძრავი, ულტრაფართოკუთხიანი 24-მეგაპიქსელიანი კამერით. მას შეუძლია ამოიცნოს მომხმარებლის გადაადგილება, რის ხარჯზეც ხდება ჟესტებით მართვის სისტემა Air Gesture Control-ის რეალიზება. მოწყობილობის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია 75 ვატი ჯამური სიმძლავრის მაღალხარისხიანი აუდიოსისტემა. მასში გაერთიანებულია 14 დინამიკი, რომლებიც ახდენენ მოცულობითი ხმის ფორმირებას. სისტემას შეუძლია ადაპტირდეს შენობის კონფიგურაციასთან - ახდენს მის სკანირებას ხმოვანი ტალღების მეშვეობით. ტელევიზორს აქვს სპეციალიზებული ოთხბირთვიანი ჩიპი Honghu 898 გრაფიკული ამაჩქარებლით - Mali-G51MP4 GPU. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 6 გიგაბაიტს, ფლეშ-მოდულის მოცულობა კი არის 128 გბ. ტელევიზორის არსენალშია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 LE უსადენო კავშირების ადაპტერები, ოთხი პორტი HDMI 2.0, S/PDIF ინტერფეისი, ორი პორტი USB 3.0 და ქსელური პორტი Gigabit Ethernet. Huawei Smart Screen X65 პანელის მიახლოებითი ფასი 3500 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/1007946 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.