Magdalena Posted April 6, 2020 Posted April 6, 2020 ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტაივანური პრესა არაერთხელ დაუბრუნდა თემას, თუ რა გავლენას იქონიებს კორონავირუსის პანდემია TSMC-ის იმ საწარმოო ხაზის ამოქმედების ვადებზე, რომლის ფარგლებში მოხდება 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ათვისება. პერიოდულად ვრცელდებოდა ცნობები, რომ 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან დაკავშირებით პრობლემები არ წარმოქმნილა და ამ ტექნოლოგიით წარმოებული სერიული პროდუქტები მიმდინარე წლის პირველივე ნახევარში გამოვა. ცნობილი ვებ-გვერდ WikiChip Fuse-ის რედაქტორმა სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტა, რომ TSMC-ს პრობლემები აქვს Fab 18 მოედანზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით, სადაც 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ათვისების მიზნით აშენდა ე.წ. კორპუსი „ფაზა-3“. მასთან ახლოს არსებული „ფაზა 2“ კი სრულიად მზად არის 5-ნანომეტრიანი პროდუქციის სერიული წარმოებისთვის. https://overclockers.ru/hardnews/show/102604/vypusk-5-nm-i-3-nm-produkcii-tsmc-budet-nalazhen-na-odnoj-ploschadke Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.