Magdalena Posted April 4, 2020 Posted April 4, 2020 კონკურენცია შესანიშნავი რამ არის. უამრავი წლის მანძილზე Intel-ს წლიური 5% ზრდა ჰქონდა, მომხმარებლებს არჩევანი არ გააჩნდათ, ამიტომ არ იყო წარმადობის ზრდაც. AMD-ის ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ Intel-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ბირთვების რაოდენობა და ტაქტის სიხშირეები. Techradar-ის ექსპერტებმა შეისწავლეს ორივე კომპანიის არქიტექტურების მახასიათებლები და მზად არიან პასუხი გასცენ კითხვას: რეალურად რომელი მათგანი ამზადებს უკეთეს პროცესორებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნებს საფუძვლად უდევს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: AMD Intel-ის წინააღმდეგ – ფასი: წლების განმავლობაში, როდესაც მომხმარებლებს თანხის დაზოგვა სურდათ, ყიდულობდნენ AMD-ის პროცესორებს. დღესდღეობით ამგვარი სქემა მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს. AMD-ს ასორტიმენტში გაჩნდა მძლავრი Ryzen 9 3950X ჩიპები, რომელთა ფასი 700 აშშ დოლარით მეტია მაღალი წარმადობის მქონე Ryzen Threadripper 3960Х-ის, 3970Х-ისა და 3990Х მოდელების ფასზე. მათგან ყველაზე ძვირადღირებული ვერსიის ფასი 4 ათას აშშ დოლარს აღემატება. ამასთან, „წითლების“ პორტფოლიოში არის ისეთი პროცესორები, მაგალითად Ryzen 5 2600, რომლებსაც მეტად ხელსაყრელი ფასი აქვთ და ამით Intel-ის მაჩვენებლებზე უკეთესებია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ Ryzen 9 3900, რომელიც 100 აშშ დოლარით იაფია Core i9-9900К-ზე და ბევრ ამოცანაში აღემატება მას, თუმცა ოდნავ ჩამორჩება გეიმინგში. AMD Intel-ის წინააღმდეგ – წარმადობა: როდესაც საუბარია გეიმინგზე, Intel-ის პროცესორები აღემატება AMD-ის ჩიპებს და ასევე უკეთესი სიჩქარე ახასიათებთ ერთბირთვიან ამოცანებში. თუმცა ყველაფერი, რაც მრავალნაკადიან დისციპლინებს ეხება, AMD-ს უკეთ გამოსდის. ისეთი პროცესორები, როგორებიცაა Ryzen Threadripper 3960Х, 3970Х და 3990Х - დაუძლეველია Intel-ის ამჟამინდელი თაობისთვის და სავარაუდოდ მიუღწეველი იქნება მეათე და შესაძლოა მე-11 თაობისთვისაც. ჯამში, იდენტური ფასის შემთხვევაში Intel-ის გეიმინგ წარმადობა უმნიშვნელოდ მაღალია, ყველა სხვა მახასიათებელში კი AMD ლიდერობს. AMD Intel-ის წინააღმდეგ – ტექნოლოგიები: ამ მაჩვენებლის მიხედვით Intel წაგებულ მდგომარეობაშია. მას არ აქვს არც PCIe 4.0, არც ბირთვების დიდი რაოდენობა, რაც რენდერინგისა და სხვა მრავალი ამოცანისთვის არის საჭირო. Intel-ის პროცესორების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მოძველებული 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იწარმოება იმ დროს, როდესაც AMD-მ თითქმის მთელი ასორტიმენტი 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაამზადა. არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგოეფექტურობა, რომელიც AMD-ს უფრო მაღალი აქვს Intel-თან შედარებით. AMD Intel-ის წინააღმდეგ – მომავალი: 2021 წელს AMD 5-ნანომეტრიან პროცესორებს გამოუშვებს. მათ ექნება ახალი DDR5 სტანდარტის მხარდაჭერა და იქნებიან უფრო მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური. რაც შეეხება Intel-ს, 2021 წელს იგი კვლავ 10 და 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესს გამოიყენებს. გველოდება DDR5-ზე გადასვლა, თუმცა 2022 წლისთვის მომხმარებლებს მოუწევთ ახალი დედა დაფების ყიდვა, რადგანაც Intel ორ წელზე მეტხანს არ იყენებს ძველ სოკეტს. შესაძლოა ცვლილებები 3 წლის შემდეგ მოხდეს, დღესდღეობით კი როგორც ჩანს უპირობო გამარჯვება AMD-ს მხარესაა. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/35225/amd-protiv-intel-kto-delaet-processory-luchshe-po-mneniju-techradar 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.